Saturday, January 12, 2013

რამონა

იმისათვის, რომ სიკვდილს გადარჩე, დღესასწაული უნდა მოიწყო, თუნდაც მარტო ესწრებოდე მას.
სცენას ყოველთვის დღესასწაულად აღვიქვამდი, ბავშვობიდან.
აფიშის დანახვისთანავე მოუსვენრობამ შემიპყრო – ვიცოდი, მასთან რაღაც სხვა მელოდა – ჯადოქარი რომაა, ეგაც ბავშვობიდან შემომრჩა.
ისე ვარ შთაგონებული რამონათი, რომ ველი უახლოეს თავისუფალ დროს ორთქლმავლების, ჟანგიანი ვაგონების, მაზუთიანი შპალების და წითლად მოციმციმე შუქნიშნის გადასაღებად.
დანებდით ჯადოქარს:
ნახეთ რამონა.
მოკვდით რამონასთან ერთად და მერე გაცოცხლდით,
რომ სულ გახსოვდეთ ის.

13 comments:

Tinita said...

ძალიან მიყვარს რეზო გაბრიაძე. ადგილების დასახელებები და აღწერა ჩემი ბავშვობის ქალაქისაა... "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა" ჩემზე ადრე ჩემმა მეგობარმა ნახა ჟენევაში და აღფრთოვანებული მწერდა ჩიტი ბორიას ამბებს. რამდენიმე ხნის მერე მეც ვნახე, რამდენჯერმე. ზუსტად უწოდე ჯადოქარი. :) რამონას ნახვას ამ დღეებში ვაპირებთ. "სტალინგრადის ბრძოლა" ნანახი გაქვს? დედა-შვილი ჭიანჭველების სცენა სულ მახსენდება ხოლმე.

ERM0NIA said...

იმ ერმონიას რა ვუთხარი, ვინც რამონას არ ნახავს. :) მალე ვიხილავთ. გუშინწინ გამოჩნდა აფიშაში პრემიერააო და ეგრევე ავღელდით. ისე, პიესაც საოცარია -- „ერმონია და რამონა“ ასე ქვია. ამიტომ განსაკუთრებით მაინტერესებს სპექტაკლი როგორი გამოვიდა.

„სტალინგრადის ბრძოლა“ თუ არ გინახავს, აუცილებლად ნახე. ისე, ინტერნეტშიც დევს აქ -- http://www.youtube.com/watch?v=5HLGIJCRznw , მარა სად ეკრანზე ნანახი და სად თეატრში.

აგერ, გაბრიაძის „თეთრი ხიდიც“: http://ermonia.blogspot.com/2009/09/blog-post.html

Keti said...

თინიტა, იგივე სურვილი მაქვს ახლა – კიდევ ვნახო რამონა. ისეთია, ერთხელ რომ ცოტაა სანახავად. ძალიან ადამიანური და თბილია. ბოლო სცენამ – ერმონის რომ მისი ფოტო აქვს გულში, ისე ამიჩუყა გული. ჰო, ჭიანჭველების სცენა როგორი ამაღელევებელია. გაბრიაძის ფინალები...

Keti said...

ერმონია, მაშინვე გამახსენდი :) მე მოთხრობა "ერმონია და რამონა" მაქვს წაკითხული და მისგან სრულიად განსხვავდება, ძალიან კარგი გამოვიდა ჩემი აზრით.
მადლობა ლინკებისთვის! ისე, გაბრიაძის მოთხრობები ინტერნეტში თითქმის არ დევს და კარგია, რომ შენს ბლოგზე მაინც მოიპოვება ერთ–ერთი საუკეთესო...

Lord Vader said...

არადა ერმონიას ნიკი სიდან იყო, ახლა გავიგე პირველად. :)
რაღაც სარგებელი აქვს მაინც ამ ბლოგსფოთსაც. :) თურმე.

Keti said...

შენ კიდევ ეჭვის თვალით უყურებდი :)

ERM0NIA said...

ერმონი მარტო ლოკომოტივს არ ჰქვია ლორდო. :) გაბრიაძის რამდენიმე მოთხრობაში („ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი“) იგი ქუთაისის მფარველია: http://ermonia.blogspot.com/2008/12/blog-post.html

Keti said...

ერმონია მართლაც არაჩვეულებრივი გმირია!..

Sophie שרה Golden said...

არც მე ვიცოდი, ერმონია რას ნიშნავდა და არც გაბრიაძის მოთხრობები მაქვს, სამწუხაროდ, წაკითხული. არა, მგონი მაქვს ერმონიას ბლოგზე, აბა გავიხსენო...

არც ლიბ.გე–ზეა გაბრიაძის მოთხრობები?

Keti said...

სოფი, ერმონიას ბლოგზე გექნება ნანახი :)
არც ლიბ.გეზეა, არსად. წიგნებიც ცოტა აქვს გამოცემული და ალბათ ამიტომ ნაკლებად გავრცელებულია.

Lord Vader said...

ლაშა (არ) გაგიკვირდება და ერმონი თუ ჰქვია ლოკომოტივს, არც ეგ ვიცოდი :)

Tinita said...

ქეთი, ის პერსონაჟი არ მოგეწონა, ბოძზე მიმაგრებული პომადიანი რადიო? <3 რომ უნდოდა, სულ კარგი ამბები გადმოეცა, სიყვარულზე. . .

მე მიყვარს ასეთი ტიპაჟები, თითქოს უპერსპექტივო და უმნიშვნელო, "ჩიხ" ადგილებში რომ ცხოვრობენ ან მუშაობენ და შინაგანად ძალიან ლამაზები და მეოცნებეები რომ არიან.

Keti said...

ძალიან მომეწონა თავისი ფეხუნებით და კეთილი გულით :)
მეც მიყვარს. და გაბრიაძე რომ მათ ადგილს უძებნის თავისთან, ამიტომაც არის მისი სპექტაკლები ასე ადამიანური ალბათ..