Tuesday, January 29, 2013

გზაში წაკითხული წიგნები

ახალი ბლოგი გავხსენი. თუ რის შესახებ და რატომ, პირველ პოსტში წერია. გუშინ უცებ გადავწყვიტე – ხანდახან შინ დღისით დაუგეგმავად დაბრუნება  ნაყოფიერი შეიძლება იყოს. კრიტიკოსის ამბიცია არ მაქვს, უბრალოდ, ეს იქნება ერთგვარი ნუსხა, რომელიც მეც დამეხმარება უკან გახედვისას და, დიდი იმედი მაქვს, რომ ბლოგის მკითხველებსაც – თუ მათ კარგ წიგნს აღმოვაჩენინებ, გამიხარდება. შეიძლება მკითხველების რჩევებმა მეც მაპოვნინოს რომელიმე კარგი წიგნი. ამ ბლოგის მსგავსი ბლოგებისგან განმასხვავებელი ნიშანი გამოკითხვაც იქნება – პოსტში ნახსენებ წიგნს 5 ბალიანი შკალის მიხედვით შევაფასებთ – მეც და, თუ მკითხველებს სურვილი ექნებათ, ისინიც.
და ბოლოს, ცოტა მოტივაცია გამიჩნდა, რაღაც საინტერესო ვაკეთო. როცა არ გაქვს მიზანი, ასეთი წამოწყება მნიშვნელოვანია. იქნებ ეს პერიოდი გადამალახინოს.

ჰო, მისამართი: http://bookbagofketi.blogspot.com

14 comments:

Tinita said...

გილოცავ ახალ წამოწყებას! წარმატებები!

Sophie שרה Golden said...

მომეწონა იდაც და წამოწყებაც. დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და ჩემს აზრსაც გეტყვი ხოლმე შენს ჩანთაში არსებულ წიგნებზე :)

Keti said...

თინიტა, სოფი, მადლობა! :)

სოფი, საინტერესო იქნება შენი აზრი :)

Lord Vader said...

მე არ მოგილოცავ. იცი რატომაც :)
ეგ კი არა ერთ-ორ მკვახესაც გეტყოდი, მარა... ვერ გაგიმეტებ :)

Lord Vader said...

ქეთი, გუდრიდერში არ ხარ? თუ არ ხარ მიდი. ზუსტად შენნაირი ხალხი უნდა იყოს იქ ბევრი.

Keti said...

კაი :)

არა, მანდ არ ვარ. ვნახავ აბა :)

babisa said...

წარმატებები, კარგი იდეაა :)

Keti said...

ბაბისა, მადლობა :)

Lord Vader said...

თუ დაემატები, მეც მითხარი :) ჩავხედავ ხოლმე შენს რიდინგლისტებს :)

Keti said...

დავემატე, მაგრამ თავი ისე ვიგრძენი, როგორც ბიბლიოთეკის უშველებელ საცავში :) უცებ ვერ გავერკვიე და გამოვედი. 20 სავალდებულო წიგნიც კი არ შემიფასებია, ნაცნობიც არ ვიცი, თუა ვინმე, ქართულიც ვერაფერი ვნახე. იმედია, დავბრუნდები :) Keti G

Lord Vader said...

ვინ ნაცნობს ეძებ? :)
ფეისბუქ სერჩინგი აქვს, თვითერის და შენი მეილის ადრეს-ბუქითაც. და იპოვნოს ნაცნობებს. :)

ბევრია ძაან, უბრალოდ ზოგი ტყუილადაა თვითერისა არ იყოს, მაგრამ ზოგს ბლომად წიგნები აქვს შეფასებული და რეცენზიებიც უდევთ.
რავი - როდე იცი ალბათ ვირტუალურად მაინც. ის არის. და კიდევაა ბევრი.

Keti said...

უფრო ვირტუალურ ნაცნობებს, აი შენი დახმარებით როდეც ვიპოვე :) ნელ–ნელა გავშინაურდები ალბათ

Lord Vader said...

FYI Gucci Flora იყიდება. შეგიძლია მიხვიდე და დატესტო :)

Keti said...

მართლა? ვნახავ ამ დღეეებში, მადლობა :)