Monday, December 2, 2013

ოდა

იყო დრო, როცა ორშაბათობით ჩემი ბლოგი ტრადიციული რუბრიკით ახალ კვირას ხსნიდა. რა უნდა მომხდარიყო, რომ ორშაბათის გამოფენა გადამედო.
ახლა ვფიქრობდი, რატომ ავირჩიე ორშაბათი.

ადამიანების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ორშაბათი მძიმე დღეა, არ უყვართ მისი დადგომა,  წუწუნებენ, ერთი სული აქვთ, დაღამდეს...
მე ალბათ იმ მცირე გამონაკლისებს შორის ვარ, ვისაც ორშაბათი არ აღიზიანებთ. უფრო მეტიც, ამ დღეს პოზიტიური განწყობითაც ვხვდები. 

ორშაბათებს, თავისი საწყისი პოზიციის გამო, ახალ წელს შევადარებდი: ახალი წლისგან განსხვავებით ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ახლავთ მისტიკა, მოლოდინი, ნამცეცით  მეტი იმედი და ენერგია, ვიდრე კვირის დანარჩენ დღეებს. სადღაც, გულის სიღრმეში, ყოველთვის მგონია, რომ ახალი კვირა უკეთესი იქნება, რაღაცით განსხვავებული, საინტერესო, თუნდაც უცნაური, ვიდრე წინა.

ჰოდა, მივუბრუნდები თავში დასმულ კითხვას – ჩემი გამოფენები ახალი კვირის შეხვედრა იყო, ერთგვარი ორიენტირი, თუ საით გადაიხრებოდა განწყობა, რას მოიტანდა კვირა, ან რას წაიღებდა.
სამწუხაროდ, გამოფენების გასამართად დრო აღარ მაქვს, თითქოს არც ემოციების გამოხატვა მსურს ნახატებით.  თუმცა, ერთი რამ უცვლელია:

მე მიყვარს ორშაბათის სენტიმენტები.
დაფარული და ღია.
თუნდაც მეათასედით მეტი, ვიდრე სხვა დღეების.  

7 comments:

Toma said...

miyvars orshabati da paraskevi! magrad ar mevvaseba otxshabati! shua kviraa da mitom!

Tina Nadiradze said...

მეც მიყვარს ორშაფათი :))) ახალი ენერგია მაქვს და იმიტომ. ორშაბათს ძალიან მალე მოდის სამუშაო დღის ბოლო.

Keti said...

ტომა, რა ერთნაირად ვფიქრობთ თურმე :)


თიკო, მართლაც მალე მოდის :)

Sophie שרה Golden said...

აი ახლა მივხვდი, მეც რატომ მძულს ოთხშაბათი ბავშვობიდან. სულ მეგონა, ყველაზე "თარსი" დღე იყო :ლოლ: განსაკუთრებით სკოლაში, ამ დღეს გვქონდა 7 გაკვეთილი და რომელიღაც კლასებში, მორიგე ვიყავი ამ დღეს, ანუ კლასის მერე უნდა დავრჩენილიყავი რამდენიმე სხვა მორიგე ბავშვთან ერთად, სკამები მერხებზე აგველაგებინა, ქაღალდები გადაგვეყარა, დაფა გაგვეწმინდა... მოკლედ, დამლაგებლისთვის საქმე გაგვენახევრებინა. მე კიდევ სასწაულად მეზარებოდა და სახლში მინდოდა მალე წასვლა.

ქეთი, წერე ხშირად რა, იქნებ იპოვო დრო. ისე მაკლია შენი ლამაზი ნაწერები და ის ორშაბათის კედელი კიდევ განსაკუთრებით; თან ჩემთვის ერთგვარი საგანმანათლებლო იყო, როგორც მხატვრობაში გაურკვეველი ადამიანისთვის.

Keti said...

სოფი, მოკლედ, ოთხშაბათი არავის გვიყვარს :) მე მაგ დღეს ვაფიქსირებ ხოლმე, რომ კვირა უკვე მალე დასრულდება და კიდევ ერთხელ ვიცხადებ, რა სწრაფად გადის დრო.

სულ პირობას ვდებ და ვერ ვასრულებ :) ძალიან მინდა, ძველებურად ხშირად ვწერდე და გამოფენებიც მქონდეს, მაგრამ ამ უკანასკნელს ყოველკვირეულად ალბათ ჯერჯერობით ვერ აღვადგენ, აი, წერით კი, იქნებ ვწერო

:*

Toma said...

ketiii, sad xar da rogor xar?

Keti said...

სამსახურის და გადაღლილობის გამო სულ დავივიწყე აქაურობა :( ყველაზე ცუდი ისაა, რომ საყვარელ ბლოგებსაც ვერ ვკითხულობ.
ახლა შევედი ფოსტაში და ვიპოვე კომენტარი
ტომა <3 :*