Thursday, June 26, 2014

ალაუშასი

ამ პოსტს მთლიანად ალაუშასს მივუძღვნი. ტბაზე ბორანით სასეირნოდ ღრუბლიან და ცივქარიან დღეს გავედით. წასვლამდე ცოტა ხნით კომპს მივუჯექი და ეკრანზე გამოტანილი ამინდის პროგნოზის გამო ზუსტად მახსოვს ტემპერატურაც – 12 გრადუსი. ყველაზე ცივი დღე იყო ჩემი იქ ყოფნის მანძილზე. როგორც წინა პოსტში გითხარით, ალაუშასი რეგიონის ყველაზე დიდი ტბაა. დავამატებ იმას, რომ ძალიან სუფთაა; ღრმაც არ არის – თურმე ტბის შუაგულში არსებულ კუნძულამდე  ფეხით მისვლაც შესაძლებელია. ჰო, მიუხედავად სიცივისა, ადგილობრივები ტბაზე საბანაოდ იყვნენ ჩასულები, მე კიდევ მათ ბორანიდან გავცქეროდი და კიდევ უფრო მციოდა. არადა, სამშობლოში სულ ჩემს არამცივანობას აღნიშნავენ:) 

 
მეთევზეები – ჩემი აზრით, ცოლ–ქმარი იყვნენ
 
როგორც მითხრეს, სიღრმეში მდგარი სახლი შეიძინა იქაურმა ბიზნესმენმა და შემოქმედებს უთმობს – მხატვრებს, მწერლებს, როგორც ღონისძიებების გასამართად, ისე სამუშაოდ
ეს ტბისპირას მდგარი სკამი ისე მომეწონა, ისე!... სამწუხაროდ, დაღამებისას  ვნახე და იქამდე მისასვლელი გზის გასარკვევად დრო არ მქონდა. სიამოვნებით დავჯდებოდი და ვუყურებდი მზის ჩასვლას
ჩვენი ბორანი პარკინგის ადგილზე, მზის ჩასვლისას
ვახსენე და... მზე შემდეგი პოსტის თემა მინდა იყოს. არ გეგონოთ, რომ ცოტა მაქვს მოსაყოლი:)

5 comments:

Tina Nadiradze said...

სუპერ პოსტია. ბედნიერება იქნებოდა აქ სადმე სიახლოვეს ცხოვრება და ყოველდღე ამ სიმშვიდის და სილამაზის ცქერა. ასეთი ბიზნესმენები ჩვენთან რატომ არ არიან ? არც წყალთან მიყენებული ჯიპი ჩანს ფოტოებზე და არც კოკა-კოლას ბოთლები :) მანდ სიცივეც კარგი იქნება, ასე მგონია.

Keti said...

თიკო, დიდი მადლობა! მეც სულ ამას ვფიქრობდი იქ ყოფნისას... ჩვენთან არა მარტო სანაპირო, ტბაც სავსე იქნებოდა ბოთლებით და ათასი ნაგვით. იქ მსგავსი არაფერი მინახავს.
წასვლის წინა დღეს 20-22 გრადუსი იყო გამოცხადებული და პროგნოზს ვენდე, მაგრამ მეტი სიცივე დამხვდა. უფრო თბილი ქურთუკი რომ წამეღო, არ შემცივდებოდა მაინც და მაინც:)

Toma said...

ra lamazi fotoebia.
keti ras aketebdi manda?

Sophie שרה Golden said...

ეჰ, გვინდა თუ არა, საქართველო სამხრეთია და სპარსეთ-ოსმალეთმა უზარმაზარი კვალი დატოვა ჩვენს ფსიქოლოგია-მენტალიტეტზე, რისი წაშლაც, მეეჭვება, ასე სწრაფად მოვახდინოთ, მაშინ გეოგრაფიული მდებარეობა უნდა შევუცვალოთ საქართველოს.

ჩვენთან ბიზნესმენები მხოლოდ ოცნებებს აშენებენ ლოლ

Keti said...

@ ტომა, პოეზიის ფესტივალზე ვიყავი:)

@ სოფი, ასეა:)):(