გუშინ, მთელი დღე თბილისის ზოოპარკში მიმდინარე მოვლენებს ვადევნებდი თვალს და ღამით, როცა ნარკოზის ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ, როგორც იქნა, გაიღვიძა სპილო გრანდმა, თავი ბედნიერად ვიგრძენი. მერე, ძილის წინ ვფიქრობდი, რა გვაგრძნობინებს თავს ბედნიერად; რამდენი წვრილმანი ხდება ყოველდღიურად ჩვენს ცხოვრებაში, რაც პოზიტივით გვავსებს. ამ დროს კი, ადამიანთა უმეტესობას რომ ვკითხოთ, არის თუ არა ბედნიერი, იტყვის, რომ არა. ყველა რაღაც გრანდიოზულის მოხდენას ელის, ბედნიერებად მხოლოდ რადიკალურ პოზიტიურ ცვლილებებს თვლიან.
ადრე ვწერდი მადლიერებაზე – როცა ბლოგზე მექსიკურ რეტაბლოებს ვფენდი – რამდენი წვრილმანის გამო შეიძლება ვიყოთ მადლიერი (და შესაბამისად, ბედნიერი). რაც დრო გადის, უფრო და უფრო მემატება მადლიერების გრძნობა, სწორედ იმ "წვრილმანებისთვის", რაც ყოველდღე ხდება. არ ჩამოვთვლი, რა მაგრძნობინებს თავს უკეთ. თუნდაც გათენებიდან შეიძლება დაწყება. თუ ჩიტებს დავაკვირდებით, ვნახავთ, როგორ უხარიათ მათ გათენება. მგონია, რომ გათენების გამო ყველაზე მადლიერები ჩიტები და მცენარეები არიან. მათგან მაგალითის აღება შეიძლება. მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა: ყოველი დღიდან ნათელი ფერების ამოკრება ჯობს და მათი საშუალებით თუნდაც წარმოსახვაში "რეტაბლოების" ხატვა. როცა მადლიერები ვართ, მეტი გვეძლევა – მეტი ნაწილაკი სასიცოცხლო ენერგიის გამოსამუშავებლად. მთავარია, მათი "ჩავლება" ვისწავლოთ, მათი მოხელთება და სევდისთვის, რომელსაც ვერსად გავურბივართ, დაპირისპირება.

14 comments:
mec vgulshematkivrobdi spilos :)
cota gvyofnis adamianebs bednierebsativis.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო მემატება მადლიერების გრძნობა, სწორედ იმ "წვრილმანებისთვის", რაც ყოველდღე ხდება. არ ჩამოვთვლი, რა მაგრძნობინებს თავს უკეთ. თუნდაც გათენებიდან შეიძლება დაწყება.
ai zustad chemi sitkvebia, Keti. xandaxan mecineba chems tavze, ase mgonia, siberis sentimentalizmia, magram albat ara, ufro shegnebuli asakis shedegia. dzalian bevri ramis madlieri var mec da bevri rame manichebs usazgvro bednierebas.
ra kargad daakavshire gatenebastan da chitebtan, mokle postebshi ramdeni ramis tqmas axerxeb! da aseve amerikis xalxebi, mec aseti damokidebulebebis gamo mikvars zustad. titqos genetikashi udevt bednierebis geni.
@ ტომა, რომ იცოდეს, როგორ დაგვრაზმა საგულშემატკივროდ და გაგვახარა ყველა :)
@ თიკო, ძალიან მახარებს შენი სიტყვები, მადლობა :* მეც მგონია, რომ ეს ყველაფერი შეგნებული ასაკის შედეგია.
ჰო, ამერიკის ხალხები ძალიან პოზიტიურები არიან, ასე შორიდან მიყვარს და ვაფასებ სწორედ მათი სიცოცხლისადმი დამოკიდებულების გამო.
მე შენ და თაკო ვეფხვის ბოკვერის ამბავს რომ ვარკვევდით ეგ იყო კომედია :)
სპილოს ამბავი კაია რა თქმა უნდა.
თუმცა ჩვენ რომ ზოოპარკი გავქვს მანდ მოხვედრას ჯობია, მოკვდე მგონი. სპილო არ ვიცი და ლომები და ვეფხვები და დათვები რომ დღეში არიან :/
ეს ვინც გარედან ჩანს იმათზე ვამბობ.
ჰო, ბოკვერის ამბავი კარგი გამახსენე :)
მე ბავშვობის მერე ჩვენს ზოოპარკში არც ვყოფილვარ, ძალიან მასევდიანებს გალიებში გამომწყვდეული ცხოველების ნახვა, მაგრამ მათ ვირტუალურ გვერდს სულ ვნახულობ. ალბათ იმიტომ, რომ ფოტოებზე ნაკლებსევდიანად ჩანს ეს ყველაფერი. თან გულს იმით ვიმშვიდებ ხოლმე, რომ ზოგიერთი სახეობა ბუნებაში თითქმის აღარ შემორჩა და ზოოპარკებში ასე თუ ისე უვლიან :(
sada xar keti?
რას გულისხმობ, ტომა, რომ დავიკარგე? :)
hooo :)
<3 რა ვიცი, იშვიათად შემოვდივარ :)
ratom?
განწყობა და დრო არ მქონდა და მგონი ჩაიარა ამ პერიოდმა
imedia
velodebit siaxleebs blogze.
ქეთი, როგორ ხარ? რამდენი ხანია აღარაფერი დაგიწერია? იმედია, ყველაფერი კარგად გაქვს.
სოფი, მადლობა მოკითხვისთვის, კარგად ვარ, უბრალოდ ამ ბლოგის მიმართ ინტერესი დამეკარგა, მხოლოდ თემატურ ბლოგზე ვწერ :*
Post a Comment