Saturday, January 3, 2015

* * *

სექტემბრის შემდეგ არ დამიწერია – ახლა დავხედე ბოლო პოსტის თარიღს. შემოსვლითაც იშვიათად შემოვდიოდი ამ ბლოგზე. ფაქტი სახეზეა – ინტერესი დავკარგე და სურვილი – ვწერო საკუთარ თავზე. თუ რამის თქმა მინდა, სტატუსებით შემოვიფარგლები, ბლოგებიდან კი მხოლოდ "გზაში წაკითხულ წიგნებს" ვაახლებ. აი, ასეთია ჩემი ბლოგერული რეალობა 2015 წლის 3 იანვრისათვის.

ცხადია, ბლოგის ერთგულად შემორჩენილ მკითხველებს გილოცავთ ახალ წელს, წარმატებული და ბედნიერი წელი გქონოდეთ და, რაც მთავარია, ჯანმრთელები იყავით :)


10 comments:

Tina Nadiradze said...

ხან ასე იქნება, ხან ისე! :)
კარგია მრავალფეროვნება და არჩევანი.
აქაც გილოცავ და მრავალ სიახლეს გისურვებ! :)

Keti said...

დიდი მადლობა, თიკო, ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ შენ და ლაშას! :)

Rode said...

ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ ქეთი!
სულ არ მიატოვო რა აქაურობა...

Keti said...

დიდი მადლობა, როდე, შენც ასევე! :) ვეცდები

Sophie שרה Golden said...

ბედნიერ და წარმატებულ წელიწადს გისურვებ, ცოტა დაგვიანებით. ჯანმრთელი და გახარებული იყავი!!!

მესმის შენი, რომ ვეღარ წერ აქ, მეც ამ ბოლო პერიოდებში, არც ვიცი, რა დავწერო და ნელ-ნელა ვშორდები, მგონი, ბლოგინგს და უცნაურია, მაგრამ აღარ მადარდებს :-)

ცხოვრება იცვლება, წინ მიდის და ალბათ ბლოგის ერა გადავლახეთ. ცუდი არ უნდა იყოს :დ

Keti said...

დიდი მადლობა, სოფი, შენც ასევე, ბედნიერი წელი გქონოდეს შენს საყვარელ ოჯახთან ერთად!

უფრო პირადი ბლოგის ერა, ალბათ :) თემატურ ბლოგს ვუთმობ ყურადღებას და ვფიქრობ, კარგად ხანს დავრჩები მისი ერთგული. ისე კი, ამ ერის გადალახვა ცუდი არც მე მგონია:)) აი, შენი ბლოგი ერთგვარად თემატური გახდა და ჩემი აზრით, სწორედ ამის გამოა, რომ წინ მიიწევს...


Lord Vader said...

პოსტის ზომიდან გამომდინარე, აქაც სტატუსებია ფაქტიურად :)

ისე, შენი ბლოგი ერთადერთია ვორდპრესს გარეთ, რომელიც რიდერში მაქვს. თუ წერა გეზარება დახურე და ვორდპრესზე გახსენი მერე. :)

Keti said...

გადაგვარებული ბლოგერი ვარ :)

ალბათ არასდროს დავხურავ, მენანება :) თუ რამე, აქვე მივაწერ ხოლმე

Toma said...

me ikita blogze mogiloce ukve :)
mivxvdi rom ikitas anaxlebd ufro shirad vidre amas :)

Keti said...

ჰო, ასეა :) დიდი მადლობა :*