- როცა ე. წ. "შორტ-ლისტის" შერჩევამდე ჟიურის 3 თვე აქვს;
- როცა 3 თვის შემდეგ ცხადდება საბოლოო სია, სადაც წიგნი შესაბამის – საუკეთესო პოეტური კრებულის – ნომინაციაშია, რადგან მის ავტორს უკვე აქვს რამდენიმე წლის წინ გამოცემული პირველი კრებული;
- როცა ე. წ. "შორტ-ლისტის" გამოცხადებიდან ერთ დღეში კრებული ნომინაციას იცვლის და "საუკეთესო დებიუტში" გადადის
როდემდე უნდა ხდებოდეს საქართველოში მსგავსი რამ?!
რატომ არის ჩვენში ახლობლის ფაქტორი მთავარი და გადაულახავი.
იმედგაცრუებული ვარ. კიდევ ერთხელ. აქ – საბოლოოდ.
არ დავასახელებ ავტორს.
ყველამ, ლიტერატურული წრიდან, ეს იცის.
ყველა მესვეურმა ეს იცით.
მხოლოდ ერთი მინდა ვთქვა:
მე არ მაქვს ნაცრიანი თვალები.





