Showing posts with label მუცო. Show all posts
Showing posts with label მუცო. Show all posts

Wednesday, November 18, 2009

უპს

ფოტოებს ვეძებდი და... ჩემი ლექსი ვიპოვე :)
კლიპში ლელა თათარაიძის კომპოზიციაა გამოყენებული და ისე მომწონს... მგონია, რომ ლექსსაც ძალიან უხდება. პოსტმაც და მუსიკამაც ამ საღამოს განწყობა შემიქმნა – მთიანი...

Thursday, October 8, 2009

"ლექსი" არაფერზე

არასდროს დამიმალავს ჩემი ემოციები – როცა კი მახარებს რამე, ყოველთვის ღიად ვწერ. აი, ახლაც, როგორ არ გამოვხატო სიხარული იმაზე, რომ ჩემი ლექსი ("მუცო") ასე ცოცხლობს...
მინაწერის მინაწერია ის, რაც ამ დილას წავიკითხე და ახლა ბლოგზეც სიამოვნებით დავდებ.
სათაურში ნათქვამია, რომ ლექსი არაფერზეა, მე ვიტყოდი – აქ არ არსებობს ადრესატი, ამას შესანიშნავად გამოხატავს ფრაზა: "საგზალს იმარაგებს რაც გვერდით დაგიწვა..."
დავამატებ, რომ ჩემი აზრით, სათაურში ბრჭყალები არ არის საჭირო, რადგან აქ ბევრი პოეზიაა, მაგრამ იყოს ავტორის ნება...

„ლექსი“ არაფერზე

შენი მთა, რომელიც ამ წუთას გაორდა
მივესალმე... და ვუთხარი...
გასამდა
ახალი ვეზუვი არც ისე შორსაა..
და ანტურაჟი ანტია ვეზუვის...
საგზალს იმარაებს რაც გვერდით დაგიწვა...
იწვის და ზემოდან დაწოლას აპირებს...

აპირებს და მთები
უეცრად დადაბლდნენ
და ანტი ვეზუვი
ხეობას ჩაუყვა.
ჩანჩქერი–წამები _
ტვირთად, მხარზე, გაწევს
საგზალად იმარაგებს
ძარღვებს და ნასტვენარს...

ჰაიდა ”აიდა”
თებე და მემფისი
ფარამ ჩაიმუხლა
და თითქოს აცივდა
ყურებში, ნავახშმევს,
არია ჩამესმის
ქვესკნელ
ი იხმობენ
რადამესს! –
ამნერსაც?!

ჰოდა, მთა, რომელიც ამ წუთას გაორდა
ზურგი შევაქციე
თვალებს ვერ ვაშორებ...
ახალი ვეზუვი არც ისე შორსაა
და ანტურაჟები მოისხამს მანტიებს...

საგზალი, ვაგზალი
ორისთვის გაიყო
დაყოფა ყოფაა

ძაღლებს აყოლილი...
მე მაინც თავიდან ვიწყებ და
ამოვთ
ვამ
საგზალს იმარაგებს ზემოდან დაწოლილი...

Tuesday, August 25, 2009

პ.ს. მინაწერის გამო

"მინაწერის მინაწერი" – ამ დილით, ჩემთვის მოულოდნელად, ლიბ.გეზე, ემხვარის გვერდზეც განთავსდა და გამიხარდა..

Friday, August 21, 2009

მინაწერი

ამ რამდენიმე წლის წინ, ლიტერატურულ ფორუმ "ებლიტფოზე" ახლად გაწევრიანებულმა იმხანად ჩემთვის უცხო რამ წავიკითხე: მინაწერი ლექსზე. მანამდე, მსგავსი განხილვა არც ბეჭდურად შემხვედრია. ისიც აღმოვაჩინე, რომ იმ, მინაწერიან და ნებისმიერ სხვა კარგ ლექსზე ნაკლებ საინტერესო როდი იყო მისი კითხვა. "მინაწერებად" ტექსტებს მათი ავტორი - ემხვარი მოიხსენებდა და სულ მალე, ქართულ ლიტერატურულ ინტერნეტსივრცეში ერთგვარ ჟანრადაც იქცა, რადგან ნაწარმოების ასეთი ფორმით წაკითხვას სხვებიც შეეცადნენ.

ნებისმიერი ავტორისთვის მისი ნაწარმოების გულდასმით წაკითხვა და გამოთქმული აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მინაწერები კი მათი ავტორის – მკითხველის დაინტერესებას, მისეულ აღქმას, კრიტიკას გამოხატავს.
ახლა არქივს ვათვალიერებდი და ემხვარის მიერ ჩემ ლექსებზე გაკეთებულ მინაწერებს გადავხედე. ხუთი აღმომაჩნდა. ხუთივე ძალიან საინტერესოა, თანაც ჩემთვისაც მნიშვნელოვან ლექსებზეა გაკეთებული, მაგრამ აქ გამოსაქვეყნებლად "მუცოს" ავირჩევ:

"ეს ლექსი ჩემი არაა...
სამი დღეა ტვინით დავატარებ...
ახლა მომინდა დამედო...
აქ მთაც და ყველაფერი ანტურაჟი რომაა ფაქტია...
განშორებაზეც არაა...
უფრო ახლოს რომ ხართ...
ჩახუტებულები და მაინც განშ-ორ-ებაზე რომ ფიქრობ ისაა...
საგზალსაც იმარაგებ...
ერთადგატარებულ წუთებს, საათებს...დღეებს...
და მიზეზიც ნაპოვნიც რომ გაქვს წასასვლელად იმაზეცაა ალბათ...
მხარზეო..
მხარზე მძიმე ტვირთს იკიდებენ...
ოღონდ ისეთს ტარება რომ შეგიძლია...
სიხარულით რომ მიგაქვს ისეთ ტვირთსაც...
ხო სტვენაზე იცი რა გამახსენდა...
სტვენენ შიშის დასათრგუნად...
ფარა თეთრია...
ფიქრებიც თეთრია ხშირად...
შავებიც გამოერევა...
ფარასაც...
მერე შიმშილიც თავს გახსენებს...
მონატრების შიმშილი ქვია მაგას...
ერთად ხართ და გშიათ მაინც...
სხეულიც და სულიც...
თვალებს ხუჭავთ...
მილულავო...
"რუხ ჰორიზონტს შუბლს მიუშვერ..
ხელს გაუქნევ ნიავს - მიმართულების შესაცვლელად..."

რჩები..."


პ.ს. მინაწერის დასაწყისი იმან გამოიწვია, რომ მაშინ ჩემი ლექსი ანონიმურად გამოვაქვეყნე. ჯერ კიდევ არ ვამხელდი, რომ ვწერდი :)