Wednesday, August 6, 2008

აი, თვალი... :)

დილას უცნაური განცდა მქონდა.

მე და ის ერთ ეზოში გავიზარდეთ. მახსოვს, როგორ ვთამაშობდით მისი რკინის ჯარისკაცებით მათ პატარა ოთახში; როგორ მომყვა ხელი მისი ველოს ბორბალში – ახლაც მემჩნევა კვალი. მამამისის როხროხა ხმაც მახსოვს და დედის ლურჯად შეღებილი თვალებიც.. და მიუხედავად ყველაფრისა, ამოცნობა გამიჭირდა, რადგან ჩემს მეხსიერებას მისი ბავშვობის დროინდელი სახე ბუნდოვნად შემორჩა.
მოკლედ, დღეს, ამდენი წლის მერე ინეტში ამ ჩემი მეზობლის ფოტოები ვნახე, ოღონდ ფოტოები თამაშის დროს არის გადაღებული და ვეკითხებოდი ჩემს თავს: ეს არის? მგონი. კი.. აი, თვალები; აი, კბილები, წარბები, თავის მოყვანილობა.
და მაინც, აღმოვაჩინე, რომ ძალიან შეიცვალა :)

უცნაური გრძნობა კი ასე დიდი ხნის მერე, ბავშვობისდროინდელი სახის აღდგენას მოჰყვა. ყველაფერმა ჩამაფიქრა იმაზე, რომ ზოგადად, ამ პროცესს მეხსიერებაში უკვე მიმალული ამბების გახსენება მოსდევს, რომლებიც თითქოს აღარც არსებობს.
ასეთივე განცდები მიჩნდება იმ ნივთების ნახვისას, რომლებიც ბავშვობის მერე არ მინახავს და შემთხვევით ვაწყდები. საოცრად ბევრი გამოსახულება, ხმა, მოძრაობაა მათზე აკინძულ–გამობმული...

ასეთივე გრძნობა მქონდა ადრე, რამდენიმე ბაღელის ნახვისას; როცა სახეზე იმის კვალს ეძებ, რაც გახსოვს. ხან პოულობ, ხან ვერა (აღარაფერს ვამბობ უფროსებზე, რომლებიც ახლა უკვე ძალიან ხანში შესულები არიან, მაგრამ უფროსებზე რატომღაც ასეთი მძაფრი აღქმა არ მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ თანატოლებზე სხვა ინტერესი ჩნდება – აბა, როგორები გახდნენ... და უფრო თუ განვავრცობთ – აბა, როგორ იცვლება ადამიანის ფიზიოლოგია; რას შევამჩნევ ახლა, როცა მისი ბავშვობა ვიცი).

ნეტა ჩემი ნახვისას რას იტყოდნენ ასე 20-25 წლის წინანდელი ნაცნობები, რომლებსაც ამდენი წელი ჩემთვის თვალი არ მოუკრავთ :)

6 comments:

dodka said...

ჰო მეც მიფიქრია მაგაზე, განსაკუტრებით - ჩემი ბავშვობის სურათებს რომ ვათვალიერებდი.

ისე მერე ჩემი დისას ვუყურებ და თითქოს დიდად არ შეცვლილა, ყველა ადამიანის ბავშვობის სურათში აწმყოს იერს და ნაკვთებს ვნახულობ, საკუტარი თავის იდენტიფიცირება კი პატარაობის სურათთან მიჭირს.

ასე რომ... ალბათ მიცნობენ სხვები )

Keti said...

:)

მე მენატრება ხოლმე პატარაობის დროინდელი ქეთი :)
კი, შევიცვალე, მაგრამ მგონი ძალიან არა

ketketa said...

ქეთის ბლოგი ჰქონია და არ ვიცოდი:)
ყველაფერს დოდისგან ვიგებ, დოდკაპედიასგან:))

ქეეთ, მემგონი ყველგან გიცნობ შენი ნაწერებით, თუ გინდა სადმე კედელზე წააწერო რამე:)

გკოცნი:)

Keti said...

ქეეთ!!!
მიპოვნე :)
იცი, რაღაცნაირად მერიდებოდა გამხელა.. ძლივს და ახლა უკვე ძალიან – მივეჩვიე ბლოგს, გავშინაურდი :)
ჰო, რეალურად მგონი სულ ორიოდე მკითხველი მყავდა
და დოდიმ წუხელ გამახარა :)
მიყვარს მისი სტუმრობა და მასთან..

და შენი დანახვა და უთბილესი სიტყვები ისე მიხარია, ისე!!!
გკოცნი მეც :)

ketketa said...

:) კაი რა გერიდებოდა, ისეთი სასიამოვნო სანახავია აქაურობა, მართლა:)
ფორუმელებთან ვიწყებ სარეკლამო აქციას, როცა დაბრუნდებიან, ვსო:))))

Keti said...

მიხარია, რომ მოგწონს :))