Monday, August 11, 2008

ზღვარზე

მეოთხე დღეა დაძაბული ვარ. უფრო სწორედ, მეოთხე ღამეა. განვიცდი: ხმებს ციდან და დაძინების შიშს.
თვითმფრინავის ხმა ისედაც ყოველთვის მაშინებდა (პატარას შემეშინდა, როცა ჩვენს ეზოს სამგზავრო თვითმფრინავმა თავზე ისე გადაუფრინა, რომ ფრთებით პრაქტიკულად ეზო გადაფარა. შთაბეჭდილება – "ჩამოვარდა!", რეაქცია ეზოში – კივილი, მე – იატაკზე, შედეგი – შესაბამისი, თან დღემდე) და ახლა ვგრძნობ, ამ მოლოდინის გამო ნერვიული გავხდი. ჯანდაბა.

და ძილი. ანუ დავიძინო თუ არა. გუშინწინ 4-თვის დავწექი, მეტს ვეღარ გავუძელი. წუხელ ჩავიქნიე ხელი და.. ამ ოთხი დღის მანძილზე მხოლოდ წუხელ მეძინა და როგორც იქნა გამოვიძინე. ახლა ამ ღამის ძილზე ვფიქრობ – ინეტში დასამშვიდებელს ვერაფერს ვკითხულობ, თან წუხელ მახათა დაბომბეს... მოკლედ ლოგინში ჭურვის დაცემის პერსპექტივა არ მხიბლავს :)
და კიდევ, ჩემს ჩანთაში გაჩნდა ნივთები, რომლებიც მასში არ იყო..

ვცდილობ, მათი მდგომარეობა წარმოვიდგინო, ვინც დევნილია.
ეს ალბათ ყველაზე საშინელია. რა სტრესსაც შიშის გამო იღებენ, ამას გარდა ყველაფრის დატოვება/განადგურებულ მდგომარეობაში ნახვა ალბათ უმძიმესია.. და თუ ამ ყველაფერს ახლობლებში მსხვერპლიც ემატება.........

პოლიტიკური შინაარსის წერილის დაწერის სურვილი არ მაქვს. მხოლოდ მხნეობას გისურვებთ ყველას! (და ჩემს თავსაც. განსაკუთრებით ღამის საათებში :) )

2 comments:

zazabichi said...

გამარჯობა. გუგლში ჩვენს შესახებ მასალებს ვეძებდი და ქივორდი Stop Russiana gression მივეცი. რეზულტატებში ერთერთი შენი ბლოგი ამოაგდო და კითხვას შევჰყევი.

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ველაფერი კარგად იქნება. :)

აბა ჰე.

Keti said...

გამარჯობა:)
გმადლობ შეხმიანებისთვის და კეთილი სიტყვებისთვის:)
ჰო, მეც ამ იმედით ვარ..