Monday, December 1, 2008

ერთი კვირა კედელზე

ორი დღეა, არა მხოლოდ მულტფილმებს ვუცქერი... ძლიერ ქალებსაც.
ერთ–ერთი ამ ძლიერი ქალებიდან – ფრიდა კალო. ისეთი ენერგია მოდის მისი მზერიდან – ფოტოებიდან თუ ავტოპორტრეტებიდან. ძალიან მჭირდება ასეთი ენერგია, ძალიან.

კალოს "პატარა ირემი". საოცარი პორტრეტია – შეუდრეკელი მზერა და წარმოსადგენად ძნელი ტკივილები. ტყე, რომელსაც ვერ გაცდება; ზღვა, რომელიც ტყიდან ჩანს.. და ირემი!
ვინ იცის, რამდენჯერ – ასე, თვალდახუჭულს..

***
მაკა ბატიაშვილს მივუბრუნდი. არ ვიცი, ამ ნამუშევარს რა ქვია, არ აქვს დასათაურებული, მაგრამ ჩემთვის ეს "ზევით" არის, შესაბამისი მზერით.

1-7 დეკემბერი.

2 comments:

Sophie Golden said...

საკვარელი მაიმუნი :)
ფრიდა მეც ძალიან მიყვარს, ერთ დროს განსაკუთრებით მის ნახატებს ვერ ვშორდებოდი. იშვიათი ქალი იყო. VIVA LA VIDA! :)

Sophie Golden said...

აშკარად ეს კომენტარი სხვა პოსტს ეკუთვნოდა და ამერია :) Sorry.