Showing posts with label Maka Batiashvili. Show all posts
Showing posts with label Maka Batiashvili. Show all posts

Monday, July 18, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ახლა ვათვალიერებდი მაკა ბატიაშვილის "ამბავ-ნახატებს". აი, ერთი მათგანი – წამის შეჩერების სურვილი, მჭიდროდ შემოხვეული ხელები, კოპლებიანი კაბა...

18-24 ივნისი.

Monday, June 28, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ახალი კვირა ამ ნამუშევრისთვის: რადგან ქართულია და ყვება იმაზე, რასაც ვერ დათმობ..

28 ივნისი –
4 ივლისი.

Monday, February 22, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს მაკა ბატიაშვილის სევდიან გოგოს გამოვფენ. მაკა ადრინდელ სურათებს არ ასათაურებდა (ყოველ შემთხვევაში, მის საიტზე – არ), ასე რომ, ეს სახელი პირობითია, ჩემგან..

22-28 თებერვალი.

Monday, October 26, 2009

ერთი კვირა, კედელზე

გზად – ერთი ნაპირიდან მეორემდე...
გადავხედე სხვა "ჩემი" მხატვრების კოლექციებს, მაგრამ განწყობამ ისევ ამ ნახატთან დამაბრუნა. მაკა ბატიაშვილის "ხიდს" გამოვფენ.
ასე მგონია, ეს გოგო მგავს – ვიდრე გადავა, ჩავლილ წყალს ჩასჩერებია.

პ. ს. საერთოდაც, ეს კვირა "ხიდების" იყოს. თუკი ამოვარჩევ, რომელიმეს კიდევ შემოგთავაზებთ.

26 ოქტომბერი –
1 ნოემბერი.

Monday, May 25, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დიდი ხანია, მაკა ბატიაშვილის ხელწერა და გმირები (მათი პატარა ნოველა–ამბებით) მომწონს. ეს ნახატი მხატვრის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ უახლეს ნამუშევრებში ვნახე. რა თქმა უნდა, გადმომაქვს. იმედია, წყვილების თემა მოსაწყენი არ გახდა :)
ჰო, ნახატი ამჯერად დასათაურებული იყო – "კოცნა"

25-31 მაისი.

Monday, January 12, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დიდი ხანია, რაც სანდრო ანთაძის ნამუშევრები მომწონს, ანუ ავტორის სახელი მათი პირველად ნახვისთანავე დავიმახსოვრე:) სულ მინდოდა, მისი რაიმე (და არა ერთადერთი) ჩემ კედელზეც გამომეფინა.
პირველი არჩევანი "მგლები" გახდა. ძალიან მომწონს..

***
ახლა საოცარი ნამუშევარი ვიპოვნე, მაკა ბატიაშვილის. სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ამის დანახვა ძალიან ემოციურია! ისე, რომ ვერ შევძლებ გამოხატვას..
ჯობდა, არ მენახა.

12-18 იანვარი.

Monday, December 8, 2008

ერთი კვირა, კედელზე

ვიფიქრე და, ისევ მაკა. ისევ არ ვიცი სათაური – ის არ აწერს. პირობითი სათაურის მოძებნა ძნელი არ არის. განწყობა – ალბათ, გასაგები.

8-14 დეკემბერი.

Monday, December 1, 2008

ერთი კვირა კედელზე

ორი დღეა, არა მხოლოდ მულტფილმებს ვუცქერი... ძლიერ ქალებსაც.
ერთ–ერთი ამ ძლიერი ქალებიდან – ფრიდა კალო. ისეთი ენერგია მოდის მისი მზერიდან – ფოტოებიდან თუ ავტოპორტრეტებიდან. ძალიან მჭირდება ასეთი ენერგია, ძალიან.

კალოს "პატარა ირემი". საოცარი პორტრეტია – შეუდრეკელი მზერა და წარმოსადგენად ძნელი ტკივილები. ტყე, რომელსაც ვერ გაცდება; ზღვა, რომელიც ტყიდან ჩანს.. და ირემი!
ვინ იცის, რამდენჯერ – ასე, თვალდახუჭულს..

***
მაკა ბატიაშვილს მივუბრუნდი. არ ვიცი, ამ ნამუშევარს რა ქვია, არ აქვს დასათაურებული, მაგრამ ჩემთვის ეს "ზევით" არის, შესაბამისი მზერით.

1-7 დეკემბერი.

Monday, October 13, 2008

ერთი კვირა, კედელზე

ამ კვირას ქართველ მხატვრებს დავუთმობ.

მაკა ბატიაშვილი – გამორჩეული ხელწერით და ძალიან ბევრი, ადამიანური , ჩვენ გვერდით თუ ჩვენ თავს მომხდარი ამბით. ხანდახან ისე ჩემია ეს თვალები..
ეს ნამუშევარი ერთ–ერთი ყველაზე უფრო საყვარელია.

***
საჩუქარი – ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისგან. საერთოდ, ძვირფასი ადამიანისგან ყველასთვის, ვინც მას – თენგიზ მირზაშვილს იცნობდა. ძალიან გამიჭირდა ახლა მასზე დაწერა, არცერთი სიტყვა არ მომეწონა... უბრალოდ, ჩუბჩიკა.

13-19 ოქტომბერი.