Friday, January 9, 2009

9

ბავშვები უცებ იზრდებიან, როცა რომელიმე მშობელი მიდის.
ჰო, ბავშვები – ნებისმიერ ასაკში, ვიდრე შეგვიძლია მივეკრათ..
ბოლო ორი კვირის მანძილზე, ღამით, ამას ხშირად განვიცდი, როცა სირბილისგან გულამოვარდნილს კართან ხელებგაშლილი მელოდება და მერე მხოლოდ ამ სიტყვებს მეუბნება: – აი, დავბრუნდი..
სულ პირველად ბედნიერმა გავიღვიძე, მერე უკვე მშვიდმა.
გულზე მიკვრა მამშვიდებს.
მასაც ამშვიდებდა, როცა ტკიოდა..

არ გამომდის წერა.

9 დადგა.
ერთი წლის მერე.

4 comments:

Kate said...

მესმის...
იცი როგორ მაგრად მესმის...
შენ რომ არ გგონია, ისე კარგად მესმის...

Keti said...

ვხვდები, ქეთ...
გმადლობ

Sophie Golden said...

არ ვიცი, მე თუ მესმის ზუსტად შენი. მხოლოდ ის ვიცი, რასაც მე თვითონ ვგრძნობ... დროის გასვლას, მონატრებას და ბევრჯერ ღამე თვალების მაგრად დახუჭვას, რომ რაღაც-რაღაცებზე არ ვიფიქრო.
მადლობა ასეთი კარგი პოსტისთვის.

Keti said...

სოფი, მადლობა ამ სიტყვებისთვის.
ზუსტად ასე. მაგრამ, ხან თვალების დახუჭვა არ შველის..