Thursday, January 29, 2009

უპს..

დღეს გუგლში ერთ ლიტერატურულ საიტს ვეძებდი. საიტი ვიპოვნე და იქვე, ჩამონათვალში კიდევ ერთი რამ: ბლოგი, სადაც ლიტერატურულ თემებზეც შეიძლება სტატიების წაკითხვა, ანუ სანიშნეს ჰგავს – მოწონებული საკითხავის ერთად აკინძვის საინტერესო მცდელობაა. ბლოგროლში Keti დავინახე. აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ კატეგორიაა, სადაც ჩემი ბლოგიდან სამი წერილია გადატანილი. წყარო მითითებულია.
ვეძებე, მაგრამ ბლოგზე მისი ავტორის ვინაობა ვერ აღმოვაჩინე, ვერც საკონტაქტო კოორდინატები. არანაირი პროფილი, არანაირი პირადი ტექსტი. მხოლოდ სტატიები ქართული ბლოგებიდან.
ჰო, იქვე რადიო 105–ც :)
კარგი იქნებოდა, მცოდნოდა.. და როცა არ – პოვნაც კარგია:)

3 comments:

Dv0rsky said...

დაწერე აბა ლინკი, შევხედავ - საინტერესო რამე ჩანს

Keti said...

ლინკი მაქვს.
შენს პოსტსაც იპოვნი:)
http://blog.pirveli.ge

lasharela said...

ძალიან კარგია...