Thursday, March 5, 2009

ფაქტ(ებ)ი

ეს ჩემი პირველი ნაბეჭდი წერილი იქნება, ჰოდა...
სიმართლე ვთქვა, ეჭვით ვარ სავსე. მაგრამ, თუ ცოტა ხნით გვერდიდან შევხედავ ეჭვით სავსე მეს, ვიტყვი: ძალიან კარგი, რომ ასე. ანუ, მომავალში უკეთ დავწერ (თუ დავწერ).
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თვითკმაყოფილებას ვეძიებდი და ვერ ვპოვე :)
და იმისიც, რომ არაფრის შეცვლა არ მსურს/შემიძლია – ასეთი უნდა იყოს, აგების პრინციპის გამო.

*
კიდევ რა:
გრაფიკული გამოსახულება ფანჯარაა.
და ყველა დანარჩენი, რაც გარეთ გადის, საიდანაც "გარეთ" ჩანს,
ან პირიქით – "შიგნით"..
დიდი ხანია – რაც ასე. უბრალოდ, ახლა გავიფიქრე, რომ ჩემი ფოტოები ამის ხილვადი ფაქტია.

2 comments:

Sophie Golden said...

მთავარია, შენ როგორ ხედავ ;)
ჩემთვის არსებობს რაღაც ფანჯარა, საიდანაც "გარეთ" ჩანს, ხან საერთოდ არ ჩანს...
ეს მომინდა მეთქვა უცებ :)

Keti said...

ხან კი, ორივე ერთდროულად – როცა გადმოცემას ვცდილობ..

:)