Sunday, March 15, 2009

არქივი

ახალი პირადი გვერდი გავაკეთე – პოეზიის.
და რატომ:
ჩემი ლექსები ამჯერად მხოლოდ ლიბ.გეზეა განთავსებული. ანუ, ის, რაც 2007 წლიდან ქვეყნდებოდა. გარკვეული მოსაზრებების გამო, ახალი ლექსების გამოქვეყნებას აღარ ვაპირებ და ამ ახალ საიტზე მხოლოდ ის ლექსები გადავიტანე, რაც ინეტს შემორჩა; თან, მცირე რედაქციით (პუნქტუაციას ვგულისხმობ), ასევე – თარიღების დაფიქსირებით. სასურველია, ლიბ.გეზეც ასევე იყოს, მაგრამ საკირკიტო საქმის თხოვნა მერიდება.
ახლა, რაც შეეხება საიტს. ვებ–გვერდის შექმნა არ ვიცი. ბლოგსპოტის HTML ლაბირინთსაც ვერაფერი გავუგე (ადრე, იმდენი ვიყოჩაღე, რომ ტექსტის გაფერადებაც აღარ შემიძლია). ჰოდა, გუშინ სხვა იდეა გამიჩნდა – ისევ ბლოგსპოტის საშუალებით გამეკეთებინა რაიმე. იმის სანახავად, თუ რა გამოვიდა, შეგიძლიათ ლინკლისტიდან (ბლოგის მარჯვენა, ზედა კუთხეში) გადახვიდეთ. მოგვიანებით, იქნებ უფრო დავხვეწო. ფერები იგივეა, რაც აქ. მოკლედ, უბრალოდ ლექსების არქივი – ამ ბლოგის დამატება.

აქაც იყოს ლინკი

------
აქვე დავწერ, რადგან ბლოგს ეხება:
წინა პოსტი – "ხელი მენჯთან" დრაფტში შევინახე, რადგან იმ ადამიანს, ვისზეც ვწერდი, ვესაუბრე და მან ადეკვატური ნაბიჯი გადადგა. ვფიქრობ, სიტყვის ადამიანია და ჩემგან კი, შესაბამისი ნაბიჯი ალბათ ეს უნდა იყოს.
მიხარია, რომ ერთი ლექსის დაცვა შევძელი.
მადლობა ყველას, ვინც იმ პოსტს გამოეხმაურა.

5 comments:

Khatia said...

ძალიან კარგი გამოგივიდა! წაგიკითხავ, არ ვიცოდი თუ წერდი ლექსებს. კარგი იდეაა შენი საკუთარი არქივის გაკეთება ;)

Sophie Golden said...

ძალიან გამიხარდა, ახლავე ვნახავ შენს ლექსებს. მიხარია, რომ დაიცავი შენი ლექსი და "ის" ადამიანიც სიტყვიანი გამოდგა :)

Keti said...

გმადლობთ:)

ნინო said...

"იმ" ადამიანს ძალიან აინტერესებს დრაFტში გადანახული "ის" პოსტი. მართალია, ეს უკვე წარსულია, მაგრამ მას(აც) ეხება და ალბათ აქვს უფლება... თუ არ შეწუხდები და თუ შეიძლება, წააკითხე.

პი.ეს. წარმატებები შენ. დღეს პირველად და სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი აქ და ალბათ გესტუმრები ხოლმე. საინტერესო ხარ ძალიან. :)

Keti said...

კეთილი იყოს შენი ფეხი :)
გამოვაქვეყნებ, დროებით.
პ.ს. "იმ", რადგან სახელი არ იყო მითითებული. ემოციაც – ალბათ, გასაგები.