Monday, March 23, 2009

ერთი კვირა, კედელზე

ფრიდა.
ფრიდა.
ჰოდა, რაღაც ასეთი, შეუვალი, რომ უკეთ.
კისერზე ხელშემოხვეული არსება – ნესტოებდაბერილი... რა ერთგული ჩანს.
მიყვარს კალოს მტკიცე მზერა, მისი ყველა პორტრეტიდან.

პ.ს. 8 თუ 9 წლისას ასეთმა თასმიანმა ხელისგულზე მიკბინა :)

***
დღეს ერთი საოცარი, ახლად გასაბჭოებული საქართველოს პერიოდის ფოტო ვნახე. ხან ასე ვატრიალე, ხან ისე და... ერთ, დაახლოებით 9x13 ზომის ფოტოზე აღბეჭდილია 74 ადამიანი! თან ისე, რომ ყველას სახეს გაარჩევ, ყველა მოქმედებაშია, ყველა ცალკეა და ერთად (შენობის წინ, შენობაში და შენობაზე). ყველა გიყვება საკუთარ ისტორიას: სათითაოდ და ერთად. აი, ამ ფოტოს არ დავივიწყებ! უნდა ვითხოვო, იქნებ დავასკანერო.
ჰოდა, ფოტომ ერთი ნახატი გამახსენა და ბარემ, გამოფენას მისით განვაახლებ. ეს ადამიანები არ გამოირჩევიან ისეთივე ინდივიდუალურობით, მაგრამ ფოტოს გმირებისა არ იყოს, ბევრნი არიან...
კორნელიუს ანტონისის ნამუშევარს ვგულისხმობ: ამსტერდამში გამართული ბანკეტის მონაწილეების "ფოტოსესიას".

23-29 მარტი.

2 comments:

Sophie Golden said...

"ქვემოთ", "დეკემბრის" ფრიდასთან უკვე დავტოვე კომენტარი, რომელიც ამ პოსტს ეკუთვნოდა სინამდვილეში :) ერთს დავამატებ, სელმა ჰაიეკის შესრულებულმა როლმა საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და ვიტყვი, რომ მას შემდეგ შემიყვარდა ფრიდა კალოს მხატვრობა.

Keti said...

ვნახე ის კომენტარებიც, სოფი :)
ხან ისე მჭირდება, თვალებში ჩავხედო..