Monday, July 6, 2009

ერთი კვირა, კედელზე

დღეს ფრანგ სიმბოლისტს, ოდილონ რედონს გამოვფენ. მისი რამდენიმე ტილო, ასევე ლითოგრაფია, განსაკუთრებით მომწონს. პირველი არჩევანი "ოქროს უჯრედი" იქნება – ორი დომინანტი ფერით მიღწეული განწყობით. თუმცა, ჩემი განწყობის შექმნაზე არანაკლებ ზრუნავს მთვარისებური რკალი და მისგან ღაწვზე დაცემული შუქ–ჩრდილი..

*
ჩემი აზრით, რედონს მოსწონდა ამ ორი ფერის – ლურჯისა და ყვითლის შეხამება, რადგან არაერთ პორტრეტზე იყენებს.
"ბეატრისის" ძირითადი ფერებიც ეს ორია, ოღონდ "ოქროს უჯრედისგან" განსხვავებით, ისინი ადგილებს იცვლიან: აქ ფონია ცისფერი, მასზე მოკაშკაშე ყვითელი კი ჩემს თვალებზე მზის ცქერის მსგავს ეფექტს ახდენს..
კიდევ, მინდა მის ქალებზე ვთქვა: საოცრად მშვიდი სახის ნაკვთები აქვთ, სევდიანიც..

6-12 ივლისი.

6 comments:

Khatia Caroline said...

ლურჯი ქალი ... საინტერესოა.
ფერებს რაც შეეხება, მიყვარს ეს ლურჯი, მაგრამ ეს ყვითელი არა.

იცი რაზეა?

Keti said...

ხატია, რედონს რამდენიმე პორტრეტი აქვს ლურჯი სახეებით და საერთოდ, ხშირად ახამებს სპექტრის ამ ორ ძირითად ფერს. მიჩნეულია, რომ ლურჯი და ყვითელი ღვთისმშობლის ფერებია /მხატვრობაში/, მაგრამ ამ სურათს არ აქვს მინიშნება, რომ ეს ღვთისმშობელია..
მე მომწონს ამ ფერების შეხამება (ოღონდ, აქ ცოტა ჩამქრალი ყვითელია). სიმბოლიკით ყვითელი სიცოცხლის, სინათლის ფერად ითვლება, ლურჯი გაცილებით მშვიდია.. ჰოდა, როცა ვუცქერი, რაღაც ასეთი განწყობაც მიჩნდება :)

Khatia Caroline said...

ჰო ქეთი, ესეთი ყვითელი რაღაც სევდას აძლევს სურათს. საინტერესო ახსნა იყო, მადლობა. არ ვიცოდი არაფერი ამაზე. მოკლედ დღეს რაღაც ვისწავლე :) სპასიბა!

Keti said...

ჰო, მეც ასე ვფიქრობ, სევდიანია..
და რისი მადლობა! მეც ნელ–ნელა ვეცნობი რაღაცებს :)
ახლა მის კიდევ ერთ სურათს დავდებ, სადაც ეს ფერები ადგილებს იცვლიან. ამჯერად, ყვითელი თვალისმომჭრელად ნათელია..

Khatia Caroline said...

ნახატი დაბლა არის ფანტასტიური!

Keti said...

მეც მომწონს :)