Friday, January 15, 2010

ქართული წიგნი


ვფიქრობ, ბლოგის თაროზე აუცილებლად უნდა იყოს ეს გამოცემა: მის მომზადებაში საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობდი. გაზეთ "ქართულ წიგნს" 2001-2002 წლებში ეროვნული ბიბლიოთეკა თვეში ერთხელ გამოსცემდა. სულ 18 ნომერი გამოვიდა. გაზეთის მთავარი რედაქტორი ლევან ბერძენიშვილი იყო, პ/მდივანი – ლევან თაქთაქიშვილი.

გაზეთში ჩემი 10-მდე სტატია გამოქვეყნდა. პირველი სტატია
მე-7 ნომერში დაიბეჭდა და თედო რაზიკაშვილის მკვლელობას ეხებოდა (ლიტერატურის მუზეუმში დაცული გამოუქვეყნებელი ხელნაწერების მიხედვით). დაუბეჭდავი წყაროებით არაერთი წერილი მომზადდა. იბეჭდებოდა მასალები ქართული წიგნის ისტორიიდან, პოლემიკური და კრიტიკული წერილები, ახალი გამოცემების ანოტაციები და ბიბლიოგრაფიები... გამოიცა ორი სპეციალური ნომერიც: მე-4 – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიეძღვნა, მე-9 – "დედაენას" (ამ ნომრებში საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნებისა და "დედაენის" სრული ბიბლიოგრაფიებიც დაიბეჭდა).
"ქართული წიგნის" პირველი ორი ნომერი, შეიძლება ითქვას, ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა..

დღეს, ფლიკრზე, სტენდის ეს ფოტო მომხვდა თვალში – სტენდი აღარ არსებობს, ფოტომ კი "ჟურნალისტურ" წარსულზე პოსტის დაწერა მომანდომა :)

5 comments:

Toma said...

ratom sheckvites gamomcemloba? tu shen shenckvite mattan muhsoba?

Lalena said...

მეც ზუსტად ეგ კითხვა გამიჩნდა :))

Keti said...

არა, გაზეთის გამოცემა ძირითადად ფინანსური პრობლემების გამო შეწყდა. შეიძლება ითქვას, მისი ბეჭდვა მანამდეც საჩუქარი იყო..

ჯორჯ პაიკი said...

ცუდია მსგავსი გამოცემები მალევე რომ იხურება ფინანსების არ არსებობის გამო.
ე.ი. შენ 9 წლის წინ უკვე წერდი? კარგია. :)

Keti said...

კი, გეთანხმები.
ჩემი ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.. ძალიან შრომატევადი, თუმცა შედეგი – გაზეთის სახით – მახარებდა :)