* * *
დღეს ვუყურებდი ტელევიზორში კაცებს, ვიღაც ტიპებს და ხმებს ვუსმენდი. რატომღაც მომეჩვენა, რომ ზუსტად წარმოვიდგინე – როგორ ამბობენ ისინი ამ ხმებით არაპოლიტიკურ სიტყვებს – შვილებთან.* * *
საზოგადოებრივ ტრანსპორტში სკამზე მჯდომი ქალები (ასაკის მიუხედავად) ფეხზე მდგომებს რომ ჩანთებს უჭერენ, ამაზე ვფიქრობ... შემოთავაზება ხშირად დაჟინებულია ხოლმე, ჩანთის მოქაჩვით. აი, ზის და თვლის, რომ უკეთეს მდგომარეობაშია (ხშირად ასეცაა), ვერ გითმობს ადგილს (არც ითხოვ და მაინც), მაგრამ გაჩვენებს: შენს მდგომარეობაში შევდივარ და მოდი, ტვირთი შეგიმსუბუქოო. მის თავთან მდგომიც, შემსუბუქებული (თუნდაც ერთი ხელჩანთისგან), ჩასვლისას აუცილებლად უღიმის. ეგაც ხომ საქმეა – "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე მასზე იზრუნეს. შემმსუბუქებელიც კმაყოფილია – ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც შეუძლია, არ ეზარება. ერგება რა სკამზე ჯდომა.– გმადლობთ, ქალბატონო.
– არაფრის, გენაცვალე.
ღიმილი. ფარდა.
ჰოდა, იმას ვფიქრობდი, მგონი მარტო ჩვენებური წესი უნდა იყოს ეს კალთის დათმობა :)
* * *
რა აზრი აქვს ჯამის არსებობას, რომელსაც არ ავსებენ და რომლიდანაც არ სვამენ.* * *
როგორი უმწეოა მკვდარი ადამიანი. წევს, ცივია. ოთახში კიდევ ჩურჩულებენ. დღეს ძალიან მჯეროდა, რომ ყურადღებით ისმენდა.შემრცხვება, ასე რომ დამაწვინონ და გარშემო მიარონ. ყვავილები მიწყონ, მერე სკამი წააქციონ და მხარზე გამიდონ :)
:შაჰიდი:
* * *
ასე თუ გაგრძელდა დროის აჩქარება, "პერსპექტივაში დღე თვე გახდებაო".ჩემი ძაღლი გამახსენდა, თერთმეტი წლისა, ჭარმაგი.
* * *
არტისტულები არიან მღვდლები, საერთოდ, სასულიერო პირები. ახლა დავფიქრდი ამაზე. მოძრაობები, გამოხედვა, ხმა, ღიმილი. კარგი გადასაღებები არიან. მე მომწონს ჩემი გადაღებული მღვდლების ფოტოები...* * *
არ ვიცი, რამ გამახსენა – ცხოველებს როგორ მიჰყავთ ხოლმე უმწეო ნაშიერები კისრებით. სითბო და საკვები. მერე თვალებსაც გადაეცლება ლიბრი, რამე გამოჩნდება.
11 comments:
სასიამოვნო წასაკითხია ^^
მადლობა... და გამიხარდი აქ :)
შაჰიდის სტატუსი მომეწონა და კიდე პოლიტიკოსების ხმებზე, მეც ვფიქრობ ხოლმე ეგეთებს და კიდე, მგონი ერთ-ერთი ყველაზე პასიორი სოციალური ქსელების აქტივობების მომხმარებელი ხარ :)
კაია აქ მაინც რო დადე..
მე მიყვარს ასე კალთის დათმობა :D თანაც, იცი, როგორ? ერთხელ გატენილ ავტობუსში ავედი უზარმაზარი და წიგნებით დატვირთული ჩანთით, ამ დროს სკამზე "რედიკულიანი" გოგო იჯდა, ჰოდა ძალით მივაჩეჩე, დამიკავეთ, თუ შეიძლება-მეთქი :ლოლ: აშკარად არ უნდოდა, მაგრამ ადგილის დათმობას, ისევ ჩანთის დაჭერა ამჯობინა.
ჰოდა, მშვენიერი "ტრადიციაა", ჩემი აზრით, ბევრ ასაკოვან ქალს გამოურთმევია ჩემთვის მძიმე ჩანთა და ღიმილიც მიჩუქებია ჩასვლისას. არ ვიცი, შენ როგორი გაგებით დაწერე, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ჯერ კიდევ ხედავენ ერთმანეთს ჩვენთან და დახმარების სურვილი უჩნდებათ.
ამიტომ მიყვარს საქართველო და ყოველთვის ვბრუნდები :)
* ნასტასია :*
კი, პასიური ვარ ნამდვილად, მაინც და მაინც ვერ გავუშინაურდი სოციალურ ქსელებს :)
* სოფი, მეც შენნაირად აღვიქვამ – საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ამიტომაც დავწერე ზრუნვაზე და ჩვენებურ წესზე :)
იმდენი შემთხვევა მქონდა (ან შევესწარი), რომ დამაფიქრა. ყურადღების გამოჩენა და თანაც უცნობისგან სასიამოვნოა ხოლმე :)
ჰო, აქ დაუბრუნებლობა შეუძლებელი მგონია :*
შენს "ჩემიანებს" სულ მე ვაპურებ ხოლმე. ახლაც "დავუყარე" საჭმელი.
ხო აი მაგ ავტობუსში ჩანთის დაკავებაზე მეც მეცინება ხოლმე, მაგრამ მაინც კარგია. სულ არაფერს სჯობს.
აუ ხო მიცვალებულზე გეთანხმები.
ჯამი გამოიყენება ნამცხვრების გასაკეთებლად.
ქეთ :* :)
:******
:*** :)
მომეწონა თავად ჩანაწერები და იდეაც :)
მადლობა, ლევან :)
Post a Comment