Monday, May 24, 2010

ერთი კვირა, კედელზე

პიტერ ბრეიგელის გახსენებისას მისი რამდენიმე ნამუშევარი მაგონდება (რომლებიც ძალიან მომწონს), მაგრამ დღეს არცერთ მათგანს არ გამოვფენ და არჩევანს "ბავშვთა თამაშებზე" შევაჩერებ:
შეიძლება ითქვას, ეს ნახატი–ენციკლოპედიაა. ბრეიგელმა ტილოზე 200–ზე მეტი ბავშვი და ფლამანდიაში გავრცელებული მისი დროის ალბათ ყველა თამაში ასახა. თამაშების რაოდენობა 80-ს სცილდება. საინტერესოა, რომ ამ თამაშების უმეტესობამ ჩვენს დრომდე მოაღწია და დღესაც პოპულარულია. ბრეიგელმა მათ თავი 1560 წელს მოუყარა.

მხატვრის შესახებ ადრეც დავწერე

პ. ს. ახლა ვფიქრობ, კიდევ ვინ დახატა მოთამაშე ბავშვები. რა თქმა უნდა, რაოდენობით ასეთი მასშტაბური სხვა არ მეგულება..

პ. პ. ს. დღეს წავიკითხე მოთხრობა 86 წლის ქალზე, რომელმაც თოჯინა მოიპარა. უცებ გამახსენდა. იყოს პოსტპოსტსკრიპტუმად.

24–30 მაისი.

5 comments:

Lasha Gabunia said...

ბრეიგელი მეც ძალიან მიყვარს. :)

Keti said...

ერთ–ერთი გამორჩეულია :)
მადლობა :)

ჯორჯ პაიკი said...

"წასაკითხი" ნახატია. :)
პ.ს. ცელქი ბებია. :)

Keti said...

ჰო :))

clown said...

სანწუხაროდ ბრეიგელის შემოქმედებას კარგად არ ვიცნობ :შ

მაგრამ ნახატი მომეწონა ^_^