Friday, May 21, 2010
XII ფესტივალის ერთი საათი
მინდოდა, წიგნის ფესტივალზე ვრცლად დამეწერა – ვფიქრობდი, ბოლო დღეს მაინც მოვახერხებდი ცოტა მეტი დროის გამონახვას, მაგრამ არა. შეიძლება ითქვას, წლევანდელ ფესტივალზე მხოლოდ ერთი საათი გავატარე: აქედან ნახევარი – პირველი დღის ბოლოს და ნახევარიც დღეს, შესვენებისას. სტენდებს შორის 'ჩარბენით' მიღებული შთაბეჭდილებები კი ასეთია:
რამდენიმე წლის შემდეგ ფესტივალის ისევ ფილარმონიაში გადმოტანის ამბავს ეჭვით შევხედე – ვფიქრობდი, ფოიეს ფართი საკმარისი არ იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ სტენდები სულ სხვაგან განლაგდა, მომეწონა – როგორც, თუმცა სხვა პრობლემა გაჩნდა – მზის გულზე გამოფენილ სტენდებთან დგომა გაუსაძლისი იყო და იქნებ ამიტომაც, – მომეჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით ცოტა წიგნისმოყვარული ვნახე. პირველად მისვლისას მეც სწორედ სიცხის გამო ავჩქარდი და მალევე წამოვედი. ხალხის რაოდენობაზე ალბათ ფესტივალის მხოლოდ სამუშაო დღეებში გამართვამაც იმოქმედა – ცუდია, რომ 4 დღიდან არცერთი დაემთხვა დასვენების დღეს.
ფასებს რაც შეეხება – იყო ფასდაკლებები, დღეს – ბოლო დღეს, რამდენიმე სტენდთან კიდევ უფრო ჩამოკლებული ფასებიც ვნახე, მაგრამ საერთო ჯამში, როგორც ბოლო წლებში ხდება, მაღაზიების ფასებთან შედარებით დიდ განსხვავებას ფესტივალზე ვერ იპოვით. მიუხედავად იმისა, რომ სტენდები ნორმალურად ვერ დავათვალიერე, მაინც ვფიქრობ – წელს ფესტივალზე ცოტა წიგნი იყო, თუნდაც შარშანდელთან შედარებით.
გული მწყდება, რომ ვერცერთ პრეზენტაციას ვერ დავესწარი (მომეწონა ფოიეში მოწყობილი საპრეზენტაციო სივრცე); არც ის ბედნიერება მხვდა წილად, ქვემოთ დართულ ფოტოზე რომ აქვს ქალბატონს – ვერ ვფურცლავდი წიგნებს, ვერ ვკითხულობდი და შეიძლება ითქვას, ახალი ქართული გამოცემები წლევანდელ ფესტივალზე ვერ აღმოვაჩინე; მათ აუჩქარებლად და ოდნავ ძვირად შეფასებულებს მაღაზიებში დავათვალიერებ. მაქვს ორიოდე შენაძენი – ის წიგნები, რომლების ყიდვა აქამდეც მინდოდა. სასიამოვნო იყო რამდენიმე ნაცნობის ნახვა, მიუხედავად თითოწუთიანი მოკითხვა-დამშვიდობებისა და ფილარმონიის დატოვებისას თავის იმაში დაჯერება, რომ ფესტივალზე წელსაც ვიყავი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
10 comments:
მშვენიერია;)
ხო სიცხემ ცოტა გაგვიფუჭა ამბები...
დაველოდოთ მომავალ წელს;)
სხვა რა გზაა, დაველოდოთ :)
მადლობა :)
კარგია ^_^
მადლობა :)
აუ დღეს იყო ბოლო დღე???
მე ხვალ მეგონა...
ჯანდაბა რა ;(((((
მე ოდესღაც ვიყავი აღარ მახსოვს, როდის და 3 წიგნი ვიყიდე 10 ლარად :))) აუ მომავალ წელს გამოვსწორდები და მეც დავესწრები!
1.ორგანიზატორები რატომ არ მონახავენ ცოტა უფრო შესაფერ ადგილს? სადაც ადამიანი ნორმალურად მივა და დაათვალეირებს წიგნებს.
2. ცუდია რომ უქმეებს არ დამთხვევია ფესტივალი. იმიტომ რომ ალბათ ბევრი ადამიანი ვერ გავიდა სამსახურის გამო.
3. ვფიქრობ რომ ნებისმიერი ფესტივალი - წინგნის იქნება თუ ყვავილების, უნდა იყოს უქმეებზე!!
ქეთ, ლალენა,
:*
ტომუშკა, მართალია, უქმეებს უნდა დაემთხვეს.
წინა წლებში დიდუბის საგამოფენო პავილიონში ტარდებოდა და უქმეებსაც ემთხვეოდა, წელს უცებ ყველაფერი შეცვალეს :(
მეც ეჭვის თვალით შევხედე ადგილმდებარეობის შეცვლას, გამოფენის პავილიონები ძალიან მოსახერხებელი იყო, მერე პარკში მაინც გაივლიდა და გაგრილდებოდა ადამიანი.
წიგნების შეძენა ვერ მოახერხე? მგონი, არაფერი გიწერია ამაზე.
სოფი, ორი წიგნი ვიყიდე – რისი ყიდვაც მანამდე მინდოდა...
Post a Comment