Monday, October 4, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ძალიან მინდოდა, დღეს კლიმტის რომელიმე ნახატი გამომეფინა. არჩევანი ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტზე შევაჩერე. პორტრეტი – როგორც ეროვნული საგანძური – ავსტრიის სახელმწიფო გალერეაში ინახებოდა, 2006 წელს კი 135 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს დღემდე ყველაზე დიდ თანხად არის მიჩნეული, რაც ფერწერულ ტილოში გადაუხდიათ. ხოლო, მის გაყიდვამდე ნახატის მფლობელობის გასარკვევად საქმეს ორი ქვეყნის სასამართლო განიხილავდა. დავაში ჩართული იყო პოლიტიკური მოღვაწეებისა და ადვოკატების მთელი არმია. დავა სახელმწიფოსა და ბაუერის მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობდა. ეს უკანასკნელები ნაცისტების მიერ მითვისებული მემკვიდრეობის დაბრუნებას ითხოვდნენ. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

18 წლის ადელ ბაუერი, დედის დაჟინებული მოთხოვნით, ხანშიშესულ, შეძლებულ ფერდინანდ ბლოხზე გათხოვდა. ბაუერი მხატვრობით იყო გატაცებული და ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებაც სურდა. ადელმა თხოვნით მიმართა კლიმტს – დაეხატა მისი პორტრეტი. კლიმტს უხეში ადამიანის სახელი ჰქონდა გავარდნილი, მისი ცხოვრების წესი მაღალი საზოგადოებისთვის მაშოკირებელიც კი იყო. ამ ფონზე, მხატვარსა და ადელს შორის გაჩენილი მჭიდრო ურთიერთობის გამო ათასი ჭორი ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა, მათი მეგობრობა წლების მანძილზე გაგრძელდა.
ადელი 44 წლის ასაკში მენინგიტით გარდაიცვალა. ის ერთადერთი მოდელი იყო, რომელიც კლიმტმა არაერთხელ დახატა.

4-10 ოქტომბერი.

9 comments:

undone said...

მომწონს კლიმტი.
სურათი თითქოს ფრესკული და ბრტყელია, მაგრამ რამხელა ემოცია დევს..

babisa said...

კლიმტის გადამკიდე ეს მისი საყვარელი ქალიც შემიყვარდეს ლამის ყელა სხვადასხვა ნახატითურთ :)

Nina Gorecki said...

ქალი ოქროს გალიაში : )) ცოტა დეპრესიული სურათა ჩემთვის
საინტერესოა, გაყოფილი ოვალებით რატომ გამოსახა კლიმტმა თავისი სექსუალური ლტოლვა ამ ქალისადმი

Keti said...

* ანდონ, კი, ძალიან დიდი...

* ბაბისა, მეც :)

* ნინა, არა მარტო გაყოფილი ოვალებით, სამკუთხედებით, თვალებით და იმ სიმბოლოებით, მკერდს რომ წააგავს...

...
როდესაც ადელის ქმარს უნახავს ეს ნახატი, უხმოდ დაუტოვებია საგამოფენო დარბაზი :)

Clown said...

სურათი თითქოს სიბრტყობრივია, ვერ გაიგებ ბუნებრივია თუ არა, მაგრამ მაინც ლამაზია ^_^

Keti said...

ჰო, ლამაზი... :)

toma said...

vaime rogor momwons es namushevari.
es ferebi da es detalebi.
ar mogbezrdeba cqera.
ramdens shexedav imden patara da axal detals xedav.

Sophie Golden said...

18 წლის 44 წლისას? :/ ასეთ რაღაცებს რომ ვიგებ, სულ მავიწყდება ხელოვნება და ყველაფერი. ნეტა, როგორ ცხოვრობდნენ, რაზე საუბრობდნენ საღამოობით და ოდესმე თუ იყვნენ ბედნიერები?.. რიტორიკული კითხვებია, როგორც ხვდებით.

Keti said...

სოფი, არა.. ადელი 18 წლისა გათხოვდა. მისი ქმარი ხანშიშესული იყო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რამდენი წლის.
საერთოდ, როცა დიდია ასაკობრივი სხვაობა, უმეტესად ვერ უგებენ ხოლმე ერთმანეთს. ადელიც ასე ყოფილა და კლიმტთან "თავშესაფარს" პოულობდა...
44 წლის გარდაიცვალა.