Tuesday, October 12, 2010

The Patroni System

რამდენიმე დღის წინ მანქანის მართვის გაკვეთილებზე გოგოების წყვილად სიარულზე ვწერდი – ჩვენში უკვე ჩვევად თუ წესად დამკვიდრდა თანმხლებთან ერთად სიარული, რომელიც გოგოს შინ "მშვიდობით" დაბრუნებას, ჭორებისგან დაცვას და მისი პატრონის მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ეს საყოველთაო წესი არ არის, მაგრამ თვალში მოსახვედრია.

დღეს ლინგვისტუსის სტატუსში რამდენიმე ბლოგის მისამართი ვნახე, რომელთა ავტორებიც საქართველოში ახლახან ჩამოსული ინგლისური ენის მასწავლებლები არიან. მათი შთაბეჭდილებები ძირითადად სკოლას, ტრადიციებს, სტუმართმოყვარეობას, კულინარიას, ღვინოს შეეხება, მაგრამ ერთ ბლოგზე სექსისა და გენდერული ურთიერთობების საკითხებით დაინტერესებული მასწავლებელიც ვიპოვე. ფრაზა, რომელიც ჩემი პოსტის სათაური გახდა, მას ეკუთვნის.
როგორც ჩანს, ეს მოხალისეები გააფრთხილეს (და ზედმეტი მონდომებითაც), რომ საქართველოში ქუჩაში მარტო გასვლა, მოგზაურობა, ბარებში შესვლა, ურთიერთობების წამოწყება საშიშია. განსაკუთრებით, ქართველი მამაკაცებით არიან დაშინებულები. "პატრონებადაც" სწორედ ისინი არიან მონათლულები.
"Our TLG group was given days of training in which we were told over and over again, for hours, that women were not to go out alone. Women could not go to a bar alone. Women should not get in a cab alone. If possible, women should travel with male escorts".
ავტორი წერს, რომ აქ მთლად ირანი არ არის, მაგრამ ამერიკასთან შედარებით ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ასევე უკვირს ქართველი მამაკაცების სექსუალური აქტივობა მაშინ, როცა ქალები ქორწინებამდე ქალწულები არიან.
‎"Men are expected to be sexually experienced when they get married and women are expected to be virgins. Of course, this system cannot work without some third factor, because how are men to get experience when women are not allowed to have sex? "
მისი საბოლოო დასკვნა ის არის, რომ "
Every woman has a “patroni”.
ბლოგის ავტორს ეს სიტყვა ალბათ არასდროს დაავიწყდება :)

აქვე, ინგლისური ენის მასწავლებლების სხვა ბლოგებიც –
უცხო თვალით დანახული ჩვენ:
http://michelleingeorgia.blogspot.com/
http://georgianbacon.blogspot.com/
http://drewsobota.wordpress.com/
http://mkisteachingingeorgia.blogspot.com/
http://asenseofadventure.blogspot.com/
http://stevenfdiamond.blogspot.com/
http://gnjb.blogspot.com/
http://raughley.wordpress.com/
http://paulingeorgia.wordpress.com/
http://gamecaucasus.wordpress.com/
http://wishdafishwasme.wordpress.com/
http://peripateticpedagogue.wordpress.com/
http://emily-in-georgia.blogspot.com/
http://ilanasworldadventures.blogspot.com/
http://charlotteinzion.blogspot.com/
http://jasonkylebrown.blogspot.com/
http://geoconstruction.blogspot.com/
http://rickgove.wordpress.com/
http://teachingeorgia.blogspot.com/
http://mygeorgianadventures.blogspot.com/

http://mneedles.wordpress.com
http://mfgold-whatthehellamidoinghere.blogspot.com/

24 comments:

Nina Gorecki said...

ჰაჰაა ბოლოს რა მაგარი კითხვა დასვა :)))

რატომ აშინებენ ამ საწყალ ამერიკელს ))) ვინ დაუწყებს ხვეწნას ან ბარში, ან სხვაგან სადმე, თუ თვითონ უარს იტყვიან :)) ან ირანში რატომ დახამდებიან ამერიკელ ქალებს, მითხრას ვინმემ ლოლ

Keti said...

ჰო, რა ვიცი აბა :))
ოღონდ ეს ბიჭი აღმოჩნდა და წუხს, რომ ურთიერთობებს ვერ წამოიწყებს "პატრონის" გამო :)

babisa said...

hoo , nawilobriv ki vetanxmebi am bichs
magram arc amsea, rom marto ar unda iaro da eskorti schirdeba

shezleba just umravlesoba cdilobs gogo shin gamit miacilos da amrto ar gaushvas, magram es nebit xdeba da ramdenic ginda imdeni dadis upatronod da ueskortod da isinic mshvidad dadian
irani ki sxva temaa, iq ubralod "ar sheizleba" :)
amitom cudia, tu sxvisi tvalit ase chans, an titqmis ase :)

Kate said...

მარტო სიარულზე არ ვეთანხმები. მგონი შეუძლიათ სიარული და არამგონია, რომ არიქა და ვინმე აეკიდოს, თუმცა ზოგადად ქვეყანაში რომ საშინელი სიტუაციაა, ამას მეც ვამბობ.

სექსუალურ ცხოვრებას რაც შეეხება, ეგრეა. მერე ლამარა ბიცოლა ხომ მოსდებს ყველას ეს გოგო ოჯახში შემოსაშვები არ არისო.

Keti said...

* ბაბისა, ღამით მიცილება სხვაა.. მართალია, ცუდია, რომ გარედან ასე მძიმედ ვჩანვართ, მაგრამ "პატრონის სისტემაც" რომ მუშა მდგომარეობაში გვაქვს, ფაქტია :)

* ქეთი, ჰო, ჩვენთან გოგოს გარშემო ამინდს ბიცოლა-მეზობლები ქმნიან :)

Kate said...

კი, სამწუხაროდ. :(

Arsen said...

მგონი აღმოვაჩინე ორი, ჩემთვის უცნობი სოციალური მოვლენა – "ბიცოლაიზმი"&"პატრონის სისტემა"))))

Keti said...

კარგია, რომ უცნობი :))

undone said...

ლოოლ აი მივაგენით რა ყველაფრის თავს ქეთი: ეს ყოფილა ”პატრონი”! იმ გოგოებისთვისაც მანქანის კურსებზე და ყველგან ყველგან!
არა მართალია ეს კაცი:*

Keti said...

ჰო :)))

Sophie Golden said...

მე შეგნებულად არ ვნახულობ ამ ბლოგებს, ვიცი, რომ მერე ნერვები უნდა მომეშალოს და ღამე ვეღარ დავიძინებ ბრაზისგან.

ქართველი მასწავლებლები გაუშვეს და ამერიკელი მოხალისეები ჩამოიყვანეს, რომლებიც აზრზე არ არიან, როგორ უნდა ასწავლონ სკოლაში. ამათ ურჩევნიათ, იმაზე იფიქრონ, მოიფიქრონ კარგი მეთოდები და ბავშვებს რამე ასწავლონ, ვიდრე საქართველოს ტრადიციულ + ჰიბრიდულ "მინარევებზე" წერონ.

აი, უკვე გავბრაზდი ცოტათი :/

Kate said...

გეთანხმები სოფ.

Keti said...

სოფი, საინტერესო საკითხს შეეხე. ამაზე მეც ვფიქრობდი – ჩამოსულების უმეტესობას, თუნდაც მათი ასაკის გამო, პედაგოგიური გამოცდილება არ აქვს. მეთოდებს ალბათ გზადაგზა არ უნდა იგონებდნენ, რას აპირებენ – უნდა იცოდნენ.
ქართველი მასწავლებლები კი ერთიანად "ჩამოსაწერები" არ არიან, კარგი მცოდნეებიც გვყავს.

მოკლედ, ჯერჯერობით ინტერესით ვუყურებ, რა მოხდება. რამდენიმე ბლოგს გადავხედე, ძირითადად ყველა ერთნაირად წერს :)

toma said...

vaime ramdeni blogi mogigrovebia!!
ramodenime ki nacnobia magram bevri ucnobi.
gadavxedav kargad :)

vxalisob magram, miyvars sxvisi tvalit danaxuli saqartvelos kitxva :)

Keti said...

ჰო, თან სახალისოა, თან საინტერესო – როგორებს გვხედავენ :)

დომენიკო said...

ყველამ ვიცით ისედაც, რომ ეგ ეგრეა. მაგრამ სხვა რომ იტყვის მასეაო, მერე ვფეთქდებით, ვბრაზდებით :))

ეგ იქეთ იყოს და ამ მასწავლებლების თუ უბრალოდ ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანების ჩამოყვანა კი მგონი არაეფექტური იქნება და ტყუილი ხარჯი. თან მგონი 1 სემესტრით არიან :))

Keti said...

ზუსტად ასეა, ლევან! :)
სხვისი ნათქვამი გვაღიზიანებს და მასწავლებლების ჩამოყვანაც მგონი უფრო ტყუილი ხარჯი იქნება, ვიდრე შედეგიანი საქმე. PR აქციაა, რა :))

Anonymous said...

Sorry for my bad english. Thank you so much for your good post. Your post helped me in my college assignment, If you can provide me more details please email me.

s.p. said...

აუუუ რამხელა კომენტარი დავწერე და თუუ ლარჯოოო, და ახლა რა აკრიფავს თავიდან,

მოკლედ მოვჭრი, დადებითი პროექტია და ცუდს არ ველი შედეგებს მე ამ საქმიდან,დ ა თუ რატომ მერე და მერე ავხსნი, თორე დიდ კომენტებს არ მატოვებინებს პროგრამა

Keti said...

შონ, დიდი მადლობა კომენტარისთვის! ჩემს ფოსტაზე მაინც მოვიდა სრულად და წავიკითხე. ძალიან კარგად არის არგუმენტირებული დადებითი მხარეები, უმეტესად დაგეთანხმე..
მინდა აქაც იყოს, ამიტომ ორ-სამ ნაწილად გავყოფ და ისე დავდებ.

Keti said...

s.p. said..
"არა, არ მგონია მთალდ ასე შავად იყოს საქმე. ანუ ჩემის აზრით ამ მოვლენა აქციას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. ჩემს აზრებს ასე დავალაგებ:

1. ნუ ელოდებით რომ ბლოგებზე ეს ხალხი ჩამოსვლისთანავე დაიწყებს წერას უძველესი ქართული კულტურისა და ვეფხისტყაოსნის ფენომენის შესახებ. ჯერერთი ესენი არიან ძირითადად მაინც იმ ასაკისა და გაქანების ხალხი ვისაც ასეთი ამბები დიდიად არ აღელვებს. მეორეც ამეების შეცნობას დრო ჭირდება.

2. რა თქმა უნდა სასაცილოები ვართ. ყველა კულტურა და ერი ერთი შეხევით სასაცილოა სხვა კულტურისა და ერისათვის. წარმოიდგინეთ აფრიკულ ტომში რო მოხვდე და მათ ცეკვებს ან ქორწილს უყურო... რა სხვანაირია. ეს დასავლური და ქრისტიანული კულტურა აღარ გვეჩვენება ხშირად სასაცილო იმიტომ რომ მასმედიამ და თავად დასავლურმა კულტურამ ისე ახლოს გაგვაცნო ეს ყველაფერი რომ აღარ გვეუცხოვება. თორე დამიჯერეთ ერთი შეხედვით სასაცილო ჩანს. რა ახლა ჩვენი თვალით შევხედოთ, რამდენ სასაცილორ ამეს დავიჭერთ ამ მასწავლებლებში. აბა ამათ ახმეტელ ან სვან ბავშვებს გააკეთებინე ბლოგი (ან რვეული) და აწერინე ამათ შესახებ რა სასაცილოები, გამოუცდელები და გულუბრყვილოები გამოჩდებიან, არაფრისსმცოდნენი..."

Keti said...

s.p. said..

"3. ჯამშ მაინც კარგი აქციაა და აი რატომ:
ა) ბავშვები ეჩვევიან უცხოელთან, უცხო ენოვანთან, უცხო კლუტურასთან ურთიერთობას.... მე მაგალითად ამისი გრუზინული კომპლექსია მგონია დღემდე მაქვს. ჩაკეტილი ქართველი ვარ.

ბ) ნუ ენას გაიტეხავენ კაკ მინიმუმ ხო?

გ) ეს ტიპები წერენ, ინფორმაცია გააქვთ, მერე წავლენ მოყვებიან, ზოგი შეიძლება დარჩეს, ზოგმა მერე მეგობარი ჩამოიყვანოს, მოკლედ გარკვეული პოულარიზაცია ხდება... რაც შეეხება რას წერენ (დაწვრილებით მარტო ქორწილის აღწერა წავიკითე ერთის ბლოგზე და გულიანად ვიკაიფე)... ესეც არაა საშიში, იცოდეთ რო ეს დასავლური ქერათმიანი ტიპები სწორედ ასეთირ ამეების სანახავად უფრო მოდიან, ვიდრე ,,ულტრაექსტრათანამედროვე'' ყოფისა და კულტურის ელემენტების.. თუმცა ესეც რომ (თუ) დახვდებათ ადგილზე კარგი სასტუმროს, აეეროპორტის, ინფრასტრუქტურის სახით, ესეც ხომ დადებითი პლიუსი იქნება და არა უარყოფითი?

ხოდა ჯამში მოკლედ რაღაცას გამოიწვევს, ან ესენი უფრო ამოძრავდებიან, ან ჩვენები ჩავლენ ნახავენ, ან ის ან ეს.. მოკლედ არაა საკრიტიკო ამბავი, და არ მგონია ახლა ამათ განთავსებაზე და ხელფასებზე კატასტროფულად დიდი თანხები იხარჯებოდეს... სკამაოდ იაფად და საინტერესოდ ჩანს დაგეგმილი...
მოკლედ ვნახოთ, მე ცუდს არ ველოდები"

s.p. said...

ვახ შენ გაიხარე, თორე დამენანა ამდენი ტყუილად ნაწერი...
მოკლედ არაფერი იკარგება რა :))) უვალოდ

Keti said...

გამიხარდა, ფოსტაზე რომ ვნახე. მართლა დასანანი იქნებოდა
ჰო, არაფერი იკარგება :)))