ნინასგან მივაგენი. მოვძებნე ყველა ის სუნამო, რომელიც მქონია (მახსოვს, რომ მქონდა) და დავიწყე მათი სურნელების ინგრედიენტებად დაშლა – რაც ნაცნობია, მისი დაქუცმაცება უფრო მეადვილება, უცნობი შემიძლია მხოლოდ წამოვიდგინო. გამიტაცა ამ პროცესმა. აქამდე, თუკი ვიგებდი სუნამოების შემადგენლობებს, მალევე ვივიწყებდი. მთავარი შედეგი იყო – საბოლოო თაიგული, რაც მსიამოვნებდა, ან – დომინანტი ტონი. ამ საიტის დახმარებით გარკვეული დასკვნებიც გავაკეთე: სუნამოები, რომლებიც მომწონს, ყოველთვის შეიცავს მუშკს; ყველაზე მეტად ის სურნელი მომწონს, რომელშიც ორქიდეაა, ასევე: მაგნოლია, გარდენია, ჟასმინი, ლილია... მიყვარს ციტრუსები და ზოგადად, ყვავილები.
არასდროს მიფიქრია, რომ სუნამოს შესაქმნელად შეიძლება გამოიყენონ ქვიშის, ნიჟარების, თხის ბეწვის, ქვირითის და სხვა ორგანული თუ არაორგანული წარმოშობის ტონები (აქ ძველი და ახალი წიგნების სუნი გამახსენდა და ვიფიქრე – პარფიუმერიაში ქაღალდის სუნს თუ იყენებენ-მეთქი?). უნებურად დავიწყე ადგილების, ადამიანების, ქსოვილებისა და სხვა მატერიალების გახსენება, რომლებმაც თავი დამამახსოვრეს. ყნოსვითი მეხსიერება ხანდახან უფრო ძლიერია, ვიდრე, მაგალითად, მხედველობითი.
ძალიან მალე ჩემს ეზოში ქრიზანთემები აყვავდება. გასულ კვირას ბუჩქებს ერთი ბეწო კვირტები ჰქონდა გამოსხმული, მაგრამ ყველა ყლორტსა და ფოთოლს ყვავილის სუნი ასდიოდა... ნეტა, რომელ სუნამოში იყენებენ ქრიზანთემას? მოვძებნი. ამ ღამით კი, ჩემს ცხვირს სველი ბალახისა და მიწის, წვიმის, შემოდგომის ყვავილების, ხის მერქანის სუნები უტევენ. სეზონურია, ალბათ.
სურნელოვანი ტონები – ჩემი ფლიკრიდან
10 comments:
ვგიჟდები ძველი წიგნების სუნზე <3
ra malazi suratebia postis bolos :)
surneli ki mgonia dzlian individualuri ramea. yvelafers aqvs tavisi ganumeorebeli da unikaluri suni, gansakutrebit ki cocxal arsebebs.
axla anatomiis mascavleblis komentari gamaxsenda, dananebit ambobda "sunamoebma adamianebis individualuri surneli mokleso" :D
* გიო :)
* ტომუშკა, მადლობა :)
ანატომიის მასწავლებლის ნათქვამში მოკვლას გადაფარვით ან რაიმე მსგავსით შევცვლიდი :) მგონია, ინდივიდუალურ, ბუნებრივ სურნელს გაუცნობიერებლად მაინც ყოველთვის ვგრძნობთ :)
keti, netav shabats rustavshi xom ar daginaxe? :)
კი ვგრძნობთ უბრალოდ ვერ ვაცნობიერებთ. :)
ჩვენი ანატომიის კაცი ხუმრობდა :)
* ბაბისა, კი, ვიყავი :) ე.ი. შენც
* ტომუშკა, სხვისგანაც მსმენია ასეთი აზრი :)
გამოცდაზე ვიყავი, მეგობარტან ერტად, მას ველოდებოდი და შენ დაგინახე, მიდიოდი, გავიფიქრე, ეს ხომ არ არისმეთქი, არც ზუსდტად ვიცოდი და თან უკვე წასული იყავი და არც გამოგედევნე, თან შენ რომ არ აღმოჩენილიყავი, მეუხერხულებოდა უცნობთან, ჰოდა არ მოგედევნე
აწი ვიცი და თუ სადმე დაგინახე, მოგეჭრები :)))
კი, აუცილებლად! :)) მე ისეთი დაბნეული ვიყავი... მიჭირდა გარშემომყოფების სახეების აღქმა :)
სუნები ჩემი სისუსტეა... ადამიანებს სუნით ვარჩევ და მქონია შემთხვევა, რომ ადამიანს უკან დავმდგარვარ და დამიყნოსია... :/
სუნამოებზე კი სასწაული რეაქცია მაქვს, თუ ზედმეტად მძაფრია, ცუდად ვხდები. ამიტომ სუნამო ყოველთვის ძვირფასი (ძვირფასი – რასაც შეიცავს, სიტყვა თვითონ ანუ კარგი ხარისხის.) უნდა იყოს, თუ არადა, მირჩევნია საერთოდ არ მქონდეს. ამ ბოლო დროს დოლჩე და გაბანას "Rose The One" ვიყიდე, ძალიან ნაზი და საყვარელი სუნი აქვს დასხმიდან ნახევარ საათში. იმდენ სასიამოვნო, მერე პალტოს ან სხვა რამეს გარდერობში რომ შეკიდებ და მოგვიანებით კარს გამოაღებ, სასწაული სურნელი გხვდება.
ქრიზანთემები გაყვავდებაო... :) როგორ მიყვარს. "ლილია" რომელი ყვავილია? შროშანი? <3
სოფი, მძაფრ სუნამოებზე მეც ცუდად ვხდები.. მოკლედ, სუნამოებთან მსგავსი დამოკიდებულებები გვქონია :)
ეგ სუნამო არ ვიცი, მაგრამ ისე აღწერე, რომ წარმოვიდგინე – ძალიან ჰაეროვნად :)
კი, შროშანი :) ლათინურად Lilium
Post a Comment