"არსებობს ასობით მწერალი, თითოეული მათგანი თავისი თხზულების ასობით ეგზემპლარს აქვეყნებს, მერე ერთმანეთს ასევე დაუნანებლად ურიგებენ, როგორც სალამსა და შურს. ვინც არ წერს, არც კითხულობს, ვინც წერს, არც ის კითხულობს, თუ რაიმე ისეთი არ აჩუქეს, რაც უბრალოდ აუცილებელია წაიკითხოს და რაკი არც ერთი მათგანი ამ აურაცხელი განათლებული მკითხველის მხრიდან დიდ მხარდაჭერას არ ხედავს, აღარც თავისი თავის რწმენა აქვს და აღარც სხვისი, რამეთუ საკუთარი თავისა რომ ირწმუნო, უწინ სხვამ უნდა ირწმუნოს შენი; მაშასადამე, როგორც საკუთარ, ისე მკითხველს შორის წარმატებაში რწმენის უქონლობა, სწორედ რწმენის უქონლობა, ჩვენი მწერლების ეს უპირველესი თვისება – გახლავთ მიზეზი, რომ ერთმანეთი სძულთ, ან უფრო სწორად, ჰგონიათ, რომ სძულთ".
მიგელ დე უნამუნო. სიყვარული და პედაგოგიკა. 1902.
ასე მგონია, ზემოთ მოყვანილი აზრი საქართველოდან ახლახან გამგზავრებულმა უნამუნომ დაწერა. როგორც ჩანს, ესეც სენია – საყოველთაო.
9 comments:
3–ჯერ გადავიკითხე, მაგარია რა უნამუნო, მისი ესსები დღესაც აქტუალურია და ზუსტად ამბობს სათქმელს ;)
თან დავაკვირდი, მისი ქვეყნის პრობლემები ზუსტად ასახავს დღევანდელი საქართველოს პრობლემებს...
"რამეთუ საკუთარი თავისა რომ ირწმუნო, უწინ სხვამ უნდა ირწმუნოს შენი..."
უნამუნოს აზრს თავიდან ბოლომდე ვეთანხმები, მაგრამ ამ ფრაზამ განსაკუთრებით "შემარყია"...
* ანდონ, ძალიან მაგარი! აქ მხოლოდ ლიტერატურის შესახებ (ჩემი ინტერესის გამო) ციტატა მოვიტანე, თორემ ისე კითხვისას ყოველ წუთს შეგხვდება გენიალური რამ.
მართლაც, ძალიან წააგავს ჩვენი პრობლემები.
* გიო, ჰო, ასეა..
"რამეთუ საკუთარი თავისა რომ ირწმუნო, უწინ სხვამ უნდა ირწმუნოს შენი" ამაზე ძალიან ხშირად დავფიქრებულვარ. თვითრწმენაზე და თვითშეფასებაზეც რომელიც ხელდახელ ერთად მიდიან.
არ ვიცი როგორ არის სინამდვილეში. ალბათ სხვა თამაშობს როლს და ეს სხვა პირველ ყოვლისა ოჯახი და ის მიკროგარემოა რომელშიც ბავსვი იზრდება. ერთი თუ ჩამოყალიბდა ეს რწმენა და შეფასება მერე მეეჭვება ადვილად ხდებოდეს მისი შეცვლა.
მეც ასე ვფიქრობ – ოჯახთან და მიკროგარემოსთან ურთიერთობა აყალიბებს ბავშვის თვითშეფასებასა და თვითრწმენას, მაგრამ რაკი ადამიანი სოციუმის წევრია, სხვების აზრზე მეტ–ნაკლებად დამოკიდებული მუდმივად ხდება. ამიტომ მგონია, თვითშეფასება შეიძლება დაუქვეითდეს, ან სტაბილური ჰქონდეს, ან მოემატოს. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რამდენად მებრძოლი ხასიათი აქვს ჩამოყალიბებული, რომ რთული ეტაპები გადალახოს.
ესეთ რამეებს რომ ვკითხულობ, პროტესტის გრძნობა მიჩნდება და მინდება, ნიცშეანისტი ვიყო თუ როგორც ქვია :)))
ნინა :))
საქმეც ეგ არის სხვებიც არის და სხვებიც. :)როცა ყველას შეფასება მოქმედებს ისეთივიე უკიდურესობააა როცა არავის შეფასება არ გაინტერესებს.და შეფასების მიღებაც უნდა იცოდეს ადამიანმა. ზოგი როგორც კრიტიკას ისე ღებულობს , ზოგი კიდე როგორც წინ წასვლის და განვითარების საშუალებას. პირველ შემთვევაში დეპრესია და პროტესტის გრძნობა შეიძლება განუვითარდეს, მეორე შემთხვევაში კიდე მებრძოლი ხასიათი ჩამოუყალიბდეს.
მწერლებს, მხატვრებს და მსგავს ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანებს რაც შეეხება, ეს კატეგორია მართლა ფაქიზია, არადა როგორ უნდა გეტკინოს გული მაგალითად თუ ჩემმნაირმა პოეზიის არ მცოდნე ადამიანმა რამე უაზრო შეფასება მივეცი ლექსსა?
აქ კი ძალიან გეთანხმები :)
Post a Comment