სიჩუმის პოეზია – ასე მოიხსენებენ იმ მხატვრის შემოქმედებას, რომლის გამოფენასაც ვაპირებ. ვილჰელმ ჰამერსჰოი კოპენჰაგენში, 1864 წლის 15 მაისს დაიბადა. ხატვას 8 წლის ასაკიდან სწავლობდა. საგამოფენო დებიუტი 1885 წელს – დის პორტრეტით შედგა, რომლითაც, როგორც ამბობენ, აღფრთოვანებული დარჩა რენუარი. მხატვრის დასახასიათებლად რაინერ მარია რილკეს შთაბეჭდილებაც კმარა, რომელიც მის გასაცნობად სპეციალურად ჩავიდა კოპენჰაგენში:
"გუშინ პირველად შევხვდი ჰამერსჰოის... მეტად დარწმუნებული ვარ, ყველა გაიცნობს მას, საუკეთესოები გაუგებენ და ისწავლიან მისი ბუნებრივი უბრალოების დაფასებას. მე კიდევ ვაპირებ მასთან შეხვედრას, მაგრამ არანაირი საუბარი აღარ შედგება, რამდენადაც ის მხოლოდ დანიურად ლაპარაკობს და ძალიან ცოტა გერმანული ესმის. შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე, იყო ის, რომ იგი მხოლოდ ხატავს და არ შეუძლია, ან არ სურს, აკეთებდეს რაიმე სხვას".
ჰამერსჰოის მიმართ რილკეს ინტერესის გაჩენა მხატვრის პოპულარობის პერიოდს დაემთხვა – იმხანად, განსაკუთრებით გერმანიაში, არაერთი გამოფენა მოეწყო, თუმცა გარდაცვალების შემდეგ ნელ-ნელა მიივიწყეს და ხელახლა მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოს დაუბრუნდნენ: დღეს ჰამერსჰოი არა მარტო სკანდინავიის ქვეყნების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხატვრად მიიჩნევა; მის პოპულარობას ხელი პარიზში, ნიუ-იორკსა და ლონდონში გამართულმა გამოფენებმაც შეუწყო.
ჰამერსჰოი ძირითადად მშობლიურ ქალაქში მუშაობდა – ხატავდა საკუთარი ბინის ინტერიერს, შენობების ექსტერიერებსა და პეიზაჟებს. ინტერიერებში ხშირად ფიგურირებს მისი მეუღლე – ქალი ზურგით. ფერთა პალიტრა უმეტესად მუქი ტონებისგან შედგება, მელანქოლიურ ნახატებს კი მისტიკურობის ელფერი დაჰკრავს.
დღეისთვის ინტერიერი შევარჩიე – ქალი პიანინოსთან
კვირის მეორე ნახევარში კიდევ ერთ ნახატს გამოვფენ.
*
აი, ისიც – ცოტა თბილი, მზის ათინათით. ჩემი ერთი ფოტო გამახსენა.
8-14 ნოემბერი.
Monday, November 8, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
რა დანიური ნახატია, პირქუში :)
სამაგიეროდ, მე და პიანინო ვიყავით ხოლმე ერთად მხიარულად :დ ქრისტეშობამდელი ამბავია :))))
როგორ იგრძნობა სკანდინავიური სიცივე და სიმარტოვე.
მადლობა, რომ სკანდინავიელი მხატვარი გამაცანი.
ძალიან მომეწონა, კიდე ახლოს გავიცნობ მხატვარს :)
როგორ ცივა სურათზე/სურათში.
არადა, სასწაულად მიყვარს დანია და ყველა დანიელი, ვისაც მე ვიცნობ, ისეთი თბილები და მხიარულები არიან.
* ნინა :) ჩემთვისას ქრისტეშობამდელია :)
* მადლობა, ანდან :) მეც ვაპირებ, კიდევ წავიკითხო ამ მხატვარზე..
* სოფი, კი, ცივა. მაინც მგონია, ის უფრო ჩუმი ადამიანი იქნებოდა. მისი მეგობრების თქმით, ძალიან მორიდებული ყოფილა :)
რომ შევხედე ნახატს პირველი ის ვიფიქრე რა საშინლად ნაცრისფერიათქო, მაგრამ მერე მზე დავინახე და სინაცრისფრე სრულიად გააქარწყლა.
მთავარია მზე შემოდის სარკმლიდან და შავსაც, ნაცრისფერსაც და ყველანაირ ნეგატივსაც ეშველება.
მართალია :)
Post a Comment