გულმა მხოლოდ სარჯენტისკენ გამიწია, მისი გალერეიდან კი – არაერთი ნახატისკენ. "ქაშმირი" შევარჩიე. მასზე, 7 სხვადასხვა რაკურსით, მხატვრის 11 წლის ნათესავი, ქაშმირის მოსასხამიანი რეინ ორმონდია ასახული.
...გოგონა, რომელმაც ჩაიარა. ფოტოკამერის "სერიის" გადაღების რეჟიმი გამახსენდა, როცა წამების დაყოვნებით რამდენიმე კადრის ავტომატურად გადაღება ხდება. აქაც: დინამიკა ხედვის არეალში. ასე ვიფიქრე. მხატვარი რას ფიქრობდა, ვინ იცის.
6-12 დეკემბერი.
Monday, December 6, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
კარგია, მაგრამ ფერები ვერ მომაქვს ჩემამდე :შ
ჰო, მუქ ტონებშია გადაწყვეტილი...
რაღაცნაირი სამგლოვიარო განწყობაა, უფრო სწორად რელიგიური თუ რაღაცნაირი, დახშული დინამიკაა, მიდიან, მაგრამ თითქოს სულ ერთია წავლენ თუ არა
რას წერენ ამ ნახატზე? იდეა რა იყო?
WOW!
ისეთი სურათია, თითქოს სულ სხვადასხვა ადამიანია გამოსახული, რომლებიც განსხვავებულ პერიოდებში ცხოვრობდნენ და საზრუნავიც განსხვავებული ჰქონდათ. ძალიან ძალიან მომეწონა. ისეთი სურათია, გინდა თვალები დახუჭო და ქაშმირს შეეხო (ისე, ქაშმირი – იგივე აბრეშუმია ქართულად???).
* ნინა, მეტი ინფორმაცია ვერ მოვნახე, თუ გავარკვიე, დავამატებ :)
* სოფი, მართლაც, თითქოს სხვადასხვა საზრუნავიანი სახეები..
ქაშმირი თხელი, ხარისხიანი შალის ქსოვილია. ადრე ჩვენში სკოლის ფორმებსაც ამ ნაჭრით კერავდნენ :)
ისე რა.
Post a Comment