დღეს სამსახურში, აღწერილობებს რომ ვუკირკიტებდი, საუკუნის წინანდელი წიგნის სათაური მომხვდა თვალში: Что такое любовь. ნარკვევი 2 ნაწილად. ვინ იცის, რას წერდნენ მაშინ...
გაღიმებული ვიდექი ფანჯარასთან.
*
ასოციაციური სიტყვა: ღმერთი.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ქართველი ბავშვების წერილები გავრცელდა, რომლებსაც ისინი ღმერთს სწერენ. მოხიბლული დავრჩი მიმართვის უშუალო ფორმით. მარტო არ ვარ.
ჰო, იმედია, ამ წერილებში უფროსების ხელი არ ურევია.
*
წუხელ ვფიქრობდი და ვინ იცის მერამდენედ: რატომ ხდება ხოლმე ასე – როცა რამეზე ხელს საბოლოოდ ჩავიქნევ და ზურგს ვაქცევ, მაშინ გაისმის "ხმა". თითქოს ვიღაც ელის, სადამდე გავძლებ და როგორც კი დარწმუნდება, რომ ეს ჩემი ზღვარია, მკლავში მწვდება: "ჰეი, მოიცა, ჯერ არ დაგვიმთავრებია". განა ვთამაშობდი?!
Wednesday, December 8, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
5 comments:
განა ვთამაშობთ?! იმ ხმას ზოგჯერ... ეჰ...
"წუხელ ვფიქრობდი და ვინ იცის მერამდენედ: რატომ ხდება ხოლმე ასე – როცა რამეზე ხელს საბოლოოდ ჩავიქნევ და ზურგს ვაქცევ, მაშინ გაისმის "ხმა". თითქოს ვიღაც ელის, სადამდე გავძლებ და როგორც კი დარწმუნდება, რომ ეს ჩემი ზღვარია, მკლავში მწვდება: "ჰეი, მოიცა, ჯერ არ დაგვიმთავრებია". განა ვთამაშობდი?!"
რამდენჯერ დამმართნია ეგრე :შ
ჰო, ასე :(
მიყვარს შენი ესეთი პოსტები :)
ნინა :*
Post a Comment