Monday, December 13, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს მინდა ესპანელი მხატვარი – ხუაკინ სოროლა წარმოგიდგინოთ. ის 1863 წელს, ვალენსიაში დაიბადა. ფერწერის შესწავლა 14 წლის ასაკში დაიწყო. სწავლობდა ესპანეთსა და იტალიაში. პირველი გამარჯვება, რომელიც ოქროს მედლით აღინიშნა, მადრიდის ეროვნულ გამოფენაზე 1892 წელს შექმნილი ნახატით "სხვა მარგარიტა" მოიპოვა; მას შემდეგ წარმატებით იფინებოდა ევროპასა და ამერიკაში. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ მუზეუმშია დაცული (ზემოთნახსენებ შთამბეჭდავ ნახატს მშვიდად ვერ ავუარე გვერდი, მით უმეტეს, შექმნის ისტორიაც ასეთივე ახლავს: ბორკილებდადებული მარგარიტა, რომელიც საკუთარი ჩვილის მკვლელობისთვის იყო დაპატიმრებული, მხატვარმა მესამე კლასის ვაგონით მგზავრობისას ნახა. ნახატზე საოცრად არის გადმოცემული მისი განცდები – ქალის მთელი სხეული მეტყველია).
ხუაკინ სოროლა ძირითადად პორტრეტებს, პეიზაჟებს ხატავდა; ასევე, მუშაობდა სოციალურ თუ ისტორიულ თემებზე. კონტრაქტის საფუძველზე, რამდენიმე წლის მანძილზე ქმნიდა ესპანეთის ცხოვრების ამსახველ სურათებს, რისთვისაც მან ქვეყნის თითქმის ყველა პროვინცია შემოიარა.
სოროლას ნამუშევრებზე ხშირად ნახავთ ზღვას და ზღვისპირად მოსეირნეებსა თუ მოთამაშე ბავშვებს. მისი სანაპიროები მუდამ მზიანია და მე მგონია, ამ ნახატებიდან ნიავი და წყლის შხეფებიც ადვილი შესაგრძნობია. დღეისათვის სწორედ ზღვის თემა შევარჩიე: ბიჭს გამოვფენ – ცხენთან ერთად.

13–19 დეკემბერი.

6 comments:

Anonymous said...

მარგარიტა როგორი დამთრგუნველია...
მომეწონა :)

Nina Gorecki said...

მეც მომეწონა მარგარიტა, ძალიან ექსპრესიულია

babisa said...

tbili ferebia
espanetivit mziani :)

სოფი שרה Golden said...

ადრე ვნახე მარგარიტა და მსგავსი რეაქცია მქონდა, მახსოვს.
ეს ბიჭი კიდევ – თიხისას ჰგავს და ცხენი ცოტა მსუქანია :) არაბულ ფაშატს არ ჰგავს, ჩემს ფავორიტს :ლოლ:
ისე, რა თბილი და საზაფხულო ფერების სურათია, თუ უბრალოდ მომეჩვენა?

Clown said...

ეს ტილო ზაფხულს ჰგავს ^_^

Keti said...

* ანდან, ნინა,
მართლაც ასეთია, მეც ძალიან მომწონს :)


* ბაბისა, გიო,
ასეა :)


* სოფი, ჰო, არაბულს არ ჰგავს :)
მისი ზღვის თემატიკის ნახატები ასეთი თბილი და ჰაეროვანია :)