Monday, December 27, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ეს კვირა ახალი წლის არის, ამიტომ რაიმე სიმბოლურის მოძებნა გადავწყვიტე. კლიმტის "სიცოცხლის ხე" ორი მიზეზით შევარჩიე: კლიმტი მიყვარს და ახლა მხოლოდ მისი ოქროსფერი მიდგას თვალწინ, ამასთან – ახალ წელში გადაბიჯება ხომ ერთგვარად ჩვენი სიცოცხლის ხის ზრდას ნიშნავს. ეს ნამუშევარი სამნაწილიანია, კედელზე მხოლოდ ცენტრალურ დეტალს გამოვფენ, დანარჩენი – სხვა დროს..
იმედი მაქვს, თქვენი "სიცოცხლის ხეები" მომდევნო წელს თვალისმომჭრელად ლამაზი და ნაყოფიერი იქნება :)

27 დეკემბერი, 2010 -
2 იანვარი, 2011.

4 comments:

Sophie שרה Golden said...

რა კარგია სიცოცხლის ხე, როგორი ოქროსფერია. მიყვარს კლიმტი.
ბედნიერი წელი გქონდეს შენ და მთელ საქართველოს!!!!!

Nina Gorecki said...

კლიმტი <3

ბედნიერ წელს გისურვებთ შენ და შენ ბლოგს :) ძალიან მომწონხართ ორივე :*

Toma said...

chemi sayvareli klimti <3

Keti said...

სოფი, ნინა, ტომუშკა,
:*** <3
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!