Sunday, February 13, 2011

კვირა

მთელი ეს კვირა ვერაფრის დაწერა ვერ მოვახერხე. ერთადერთი, რაც საღამოობით მინდა, ძილია, რაც დღისით – სიმშვიდე. მაღიზიანებს აწმყო. წესით, ეს ცვლილებებისთვის საკმარის მოტივაციად უნდა იქცეს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერაფერს ვცვლი. ხანდახან ძალიან ვართ მიჯაჭვულები ჩვენს გარემოცვაზე თუ გარემოზე...

მინდოდა, მუსიკა დამედო აქ, მაგრამ რაკი რასაც ვუსმენ, ძალიან მესევდიანება, გადავიფიქრე. ჰოდა, გტოვებთ თქვენ-თქვენს ჰანგზედ :)
უკეთესი კვირის იმედით!

10 comments:

Kate said...

მეც მაღიზიანებს აწმყო და მეც ვერაფერს ვცვლი. :(((

Clown said...

მეც ეგეთ განწყობაზე ვარ, ხოდა შემოგიერთდებით :შ

Anonymous said...

ცვლილებები, კარგი ცვლილებები შენსკენ ;)

Keti said...

* ქეთ :( იმედია, ეს დიდხანს არ გაგრძელდება.

* გიო, მოდი :*

* როდე, მადლობა :*

Kate said...

ხო, იმედია.

Keti said...

ჰო :*

Toma said...

ქეთი შენი ცხოვრება არ ვიცი, მაგრამ გარშემო ძალიან ბევრი მაგალითი მყავს რომლებზეც გარემოცვაზე მიჯაჭვულობა ძააალიან ცუდად მოქმედებს. არადა უკვე დიები არიან, თითქოს დროა დაარღვიონ პატრნი მაგრამ ვერ ბედავენ? ან ვერ ხვდებიან რომ ცვლილებების დროა? არ ვიცი ვერ გეტყვი.

Keti said...

ტომუშკა, მიჯაჭვულობას ვერ დავარქმევდი, უფრო ამ ეტაპზე პირობების ვერშეცვლაა და კიდევ ერთი შემთხვევა – როცა ვერ ცვლი, რადგან წლების მანძილზე უკავშირდები არაერთ ადამიანს და მათთან კავშირის სრული გაწყვეტა შეუძლებელია..

Sophie שרה Golden said...

მე მგონია, ყველაფერს თავისი განსაზღვრული მიზეზი აქვს... მესმის თან რა ძნელია, როცა შეცვლა გინდა რაღაცის, ვერ ცვლი და ერთადერთი, რაც შეგიძლია ძილია. კარგია ზოგჯერ ძილი ისე.

იმედია, დღეს (ხვალაც და უახლოეს მომავალში) ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება შენს ცხოვრებაში, ქეთი.

Keti said...

მართალი ხარ, სოფი. ძილი მართლა კარგია და მიყვარს კიდეც. ეს არის, ცოტა მძინავს ხოლმე :)
მადლობა! :*