Sunday, February 20, 2011

ქართული ბლოგპოსტების კრებული

ორი დღის წინ ე. წ. "ბლოგერების კრებულის" – "Facebook-მა რა ჰქმნა?!" – პრეზენტაცია გაიმართა. თავიდან, კონტრაქტთან დაკავშირებული გაუგებრობების გამო, შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი ვთქვი. მოგვიანებით კონტრაქტორი მხარე და ხელშეკრულების პირობები შეიცვალა და საბოლოოდ, ჩემი პოსტი ამ კრებულში შევიდა; მაგრამ სიმართლე ვთქვა, ის განწყობა, რაც წინაისტორიამ გამოიწვია, არ შემცვლია.

მცირედი, რისი თქმაც ახლა წიგნზე მომინდა:
საინტერესოა იმ მხრივ, რომ მასში ნახავთ პოსტებს სოციალურ პრობლემებზე, ომზე, სიყვარულზე, წიგნებზე, სნობიზმზე და ა. შ. ანუ ყველა თემაზე, რაც დღეს ახალ თაობას აღელვებს (შეიძლება ჩემი შეხედულებები არ ემთხვევა ზოგიერთი წერილის პათოსს, მაგრამ ესაც ბუნებრივია);
არ მომეწონა წიგნის სათაური (რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ამ სათაურის მქონე პოსტს). ვფიქრობ, რომ წიგნის სახელწოდებად, რომელშიც შესულია ქართული ბლოგპოსტები, სხვა ვირტუალური სოციალური სივრცის სახელი არ უნდა იყოს გამოტანილი. სათაური პირველი მნიშვნელოვანი ორიენტირია და მკითხველი, რომელიც ინტერნეტთან მწყრალად (ან თუნდაც კარგად) არის, სმენია ფეისბუკის შესახებ, მაგრამ კიდევ უფრო ცოტა იცის ბლოგზე, ამ გამოცემის დანახვისას პირველ რიგში ფეისბუკის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებისთვის განეწყობა.

ამ წიგნმა, რა თქმა უნდა, "ბლოგის თაროზეც" დაიდო ბინა, რაკი მასთან დაკავშირებული ვარ.

11 comments:

Kate said...

პოსტის სათაური მეც საკმაოდ გამიკვირდა. არ უხდება.



ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა. კარგი ქენი, რომ მოხვედი და გამომეცნაურე. :**

Keti said...

ქეთ! ისე გამიხარდი, ძალიან! :) :***

Rode said...

მართალი ხარ, აჯობებდა სათაურში "ბლოგი" ხსენებულიყო :)

Keti said...

ალბათ აჯობებდა :)

Kate said...

მეც ძალიან გამიხარდი.
თან თავიდან დავიბენი. სიახლეებს ვერ ვიტან ხოლმე, უფრო სწორად მეშინია. ხოდა რომ მოხვედი, შემეშინდა.

Kate said...

როგორ მიცანი???

Keti said...

რა უცნაურია – შეშინება...
ადვილია შენი ცნობა – ფოტოები ხომ მინახავს.

Kate said...

ხო, ეგეც მართალია.

რავიცი, ეგრე ვარ, სიახლეების მეშინია ხოლმე.

Keti said...

:)

Sophie שרה Golden said...

სახელწოდებას მეც ვერ მივხვდი, ცუკერბერგმა დააფინანსა თუ რა ხდება? :/ ასეთი ტიპის წიგნზე უნდოდათ კონტრაქტები, მაგარი ხალხია! :|

Keti said...

ჰო, თითქოს :/