Sunday, February 27, 2011

ბორბალი

თითქოს არაფერი შეცვლილა გასული კვირა დღიდან: პეიზაჟი ფანჯრიდან იგივეა, განწყობაც და ასე მგონია, მომდევნო დღეებიც განმეორდება იმ ადამიანებით, ამბებით და შეგრძნებებით, რაც ამ ორ კვირადღეს შორის ჩარჩა. არც ისე კარგი პერსპექტივაა.
*
გუშინ ქუჩაში ქოლგა რომ გავხსენი, ჩემს წინ კიბეზე ამავალი გოგო დაფრთხა და უცებ მოტრიალდა. მისი შეხტომისთანავე ვიფიქრე, სულ მცირე, დამიბღვერდა და შეშინებისთვის ბოდიშის მოხდაც დავაპირე, მაგრამ შემომხედა თუ არა, ორივეს გაგვეცინა. არაფრით ველოდი ამ რეაქციას და გავხალისდი.. მერე მოვდიოდი და ვფიქრობდი: ისეთი იშვიათი გახდა ქუჩაში თუნდაც უბრალოდ ღიმილის მიღება, რომ გაკვირვებას და ოდნავ სიამოვნებასაც იწვევს.
შეგიმჩნევიათ, როგორი მოღუშული დადის ხალხი? გაცივებული მზერით. თუ ვინმე იცინის – ან ბავშვები არიან, ან ჯგუფად მიმავალი თინეიჯერები. ცოტა უფროსებს უკვე ბარგი აქვთ სათრევი. ზოგიც თვითონ არის ბარგი.
*
მხრები ოდნავ მსუბუქდება, როცა შინ ვბრუნდები. შვებაა, როგორც მოჭერილი ფეხსაცმლიდან ფეხის ამოდგმა..
მთელი კვირა ვფიქრობდი: რა კარგია, რომ არსებობს წიგნები და სიზმრები – ყველაზე დიდი და ფართოდ კარგაღებული თავშესაფრები.

6 comments:

Clown said...

მეც ბევრჯერ დამიწუწუნია, გაციებული სახეები რომ მეფეთებიან და ცდილობენ სხვებიც გააციონ ...

ამწინებზე "მარშუტკაში" რომ ავედი, მძღოლს მივესალმე და ისეთი გაკვირვებული სახით შემომხედა მევთქვი მცემდა :|


ხოდა მართლაც რა კარგია მუსიკა, წიგნები და სიზმრები რომ არსებობენ ^_^

Nina Gorecki said...

ეგ ჩვენზეცაა დამოკიდებული „გაციებულები“ იქნებიან თუ არა. გამყიდველს რომ ვესალმები და ვუღიმი, ვამჩნევ ხოლმე ზოგს სახე როგორ უნათდება

უმეტესობა ჩვენგანი ერთმანეთიდან გამომდინარე ვირგებთ ასეთ სახეებს :)

Rode said...

ჩემი თავშესაფრები გამახსენდნენ, რა კარგია რომ არსებობენ... :)

Keti said...

* გიო :*
ჰო, მუსიკაც..


* ნინა, ეგაც მართალია, ჩვენზეც არის დამოკიდებული, მაგრამ ყოველთვის არა.. მაღაზიებში კი იციან ხოლმე გამარჯობის დაბრუნება, ხან ღიმილისაც :)


* როდე, კი :)

Kate said...

მეც სულ შენიშვნასა და დაბღვერას ველოდები ხოლმე. ღიმილი მიკვირს ხოლმე, არადა როგორ მიყვარს.

ეს გოგონა ნახატზე მე ვარ. ჭამისა და ძილის რეჟიმში. :((

Keti said...

ქეთ, მეც
:*