Monday, August 29, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ჯონ ვაით ალექსანდერმა "დასვენება" 1895 წელს დახატა. ანალოგიური სათაური აქვს ჯონ სინგერ სარჯენტის 1911 წელს შექმნილ ნახატს (რომელიც ბლოგის ერთ-ერთ გამოფენაზე უკვე მოხვდა), თუმცა არა მხოლოდ სათაური – შეიძლება ითქვას, მისით არის ინსპირირებული. იქნებ ხელწერის მსგავსების გამოცაა, რომ ორივე მხატვრის შემოქმედება მიზიდავს (მაინც გამოვარჩევდი "ჩემს" – სარჯენტს).
პ. ს. არ ვიცი, რამდენად საყურადღებოა: ორივე მხატვარი 1856 წელს დაიბადა, ხოლო 1874 წელი მათთვის მნიშვნელოვანი იყო – ერთგვარი ათვლის წერტილი: ალექსანდერმა ილუსტრატორად მუშაობა, სარჯენტმა კი სამხატვრო სტუდიაში სწავლა დაიწყო.
ცოტა რამ ალექსანდერის შესახებ

29 აგვისტო –
4 სექტემბერი.

3 comments:

Toma said...

ra kargad isvenebs :)

Sophie שרה Golden said...

ტომასი არ იყოს, მეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძალიან მოხერხებულად იყო წამოწოლილი ეს გოგო, მერე მხატვარმა დაუძახა, თავი მოაბრუნე ჩემკენო და ესეც ზანტად აბრუნებს... :)

Keti said...

ჰო, ასეთი შთაბეჭდილება რჩება :)