Monday, September 19, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ფრედერიკ ჩაილდ ჰასამის "ივლისის ღამე" (1900 წ.), მიუხედავად იმისა, რომ კალენდარულმა ივლისმა, რა ხანია, ჩაიარა...

აქვე:
ამ კვირაში – 22 სექტემბერს – ჩემს ორშაბათის ტრადიციულ გამოფენას 3 წელი უსრულდება. მას შემდეგ, რაც ეს რუბრიკა წამოვიწყე, არცერთი ორშაბათი გამომიტოვებია, არც ნახატებს ვიმეორებ, მიუხედავად ხანდახან შემოჩენილი დიდი სურვილისა – მივუბრუნდე რომელიმე ნამუშევარს. ერთადერთი გამონაკლისი, როგორც მახსოვს, კლიმტის "კოცნა" იყო (ამ ნახატით გაიხსნა პირველი გამოფენაც). მიყვარს ჩემი გამოფენები და ბლოგი მის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია; იმედია, ბლოგის მკითხველებსაც მოგწონთ, ასე რომ, მომავალ ორშაბათამდე :)

19 – 25 სექტემბერი.

6 comments:

სოფი שרה Golden said...

ულამაზესი, ულამაზესი ნახატია, ქეთი. პირველად ვნახე და უცებ მეგონა, რომ მე ვიყავი :) არ ვიცი, რატომ, დიდი ხანია, არავინ მგონებია ჩემი თავი და ამ ნახატს რომ შევხედე, ფერებს და გამახსენდა, რომ ჩემს თავსა და გულშიც ასეთი ფერები ტრიალებს, ივლისური და თან რა ლამაზი კაბა აცვია, თმაც ისე სადად აქვს.

მადლობა!
სასწაულად იცი ხოლმე ნახატების არჩევა და ადამიანებისთვის უამრავი ფიქრის აშლა.

Keti said...

სოფი, როგორ გამახარა შენმა სიტყვებმა! სასიამოვნოა, რომ ეს "შენი" ნახატია. მეც მიყვარს განცდა, როცა რომელიმე ნამუშევარში ჩემ თავს ვიპოვი ხოლმე :*

Nina Gorecki said...

რა ერთგული ყოფილხარ, მე არ გამოვირჩევი ასეთი სტაბილურობით :))

გილოცავ იუბილეს და მადლობა, რომ ბევრი კარგი ნახატის გაცნობის საშუალება მომეცი :)

Keti said...

ნინა :))
მიხარია, რომ მოგწონს, მადლობა! :* <3

Toma said...

მე ძალიან მომწონს ეს პროექტი.
ბევრი ახალი მხატვრის შესახებ გავიგე, და გარდა ამისა ყოველტვის სასიამოვნოა ნაცნობი თუ უცნობი ნამუშევრების ნახვა :)

Keti said...

ტომა, მიხარია :* <3