Monday, October 10, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დამახსოვრებული კადრი გზისპირიდან, რომელიც ამ დასვენების დღეებიდან დამრჩა: ზვრებში ჩაყენებული სატვირთო და მსუბუქი მანქანები, იქვე ცელოფნის სავსე და ნახევრად სავსე ტომრები და მოწნული კალათები, მოფუსფუსე ადამიანები, მზე, ყვითელი ხეები, შეტრუსული ბალახი, უნაგირმოხდილი ცხენი, საზიდარი...
ის რას და როგორ ხედავდა – დღევანდელ კედელზე:
ვან გოგის არლის წითელი ვენახები (1888 წ.).

10–16 ოქტომბერი.

4 comments:

Lord Vader said...

პოსტებს წერ თუ დეპეშებს აგზავნი ხოლმე? :)

Keti said...

:)))
ვერაფერს ვწერ ბოლო დროს, გავზარმაცდი :(

Nina Gorecki said...

შენ ამას ყურადღება არ მიაქციო, პოსტს დაწერ, რამხელააო ამას რა წაიკითხავსო გეტყვის :დ

არლი :) არლის ფესტივალზე მინდა

Keti said...

აჰა, ასე იცის, ხომ? :დ

მუსიკის ფესტივალზე? ეგ მეც მაინტერესებს :)