Tuesday, October 25, 2011

სევდა, რომელსაც ვერ დავცინე

შარშანდელ პოსტზე დატოვებულმა კომენტარმა რამდენიმე ძველი ჩანაწერი გადამაკითხა – დავსევდიანდი – ადრე გაცილებით ადვილად ვწერდი ყველაფერს, რაც მაფიქრებდა. არ ვიცი, რა ხდება. ფაქტია, ეს პერიოდი არ გამოირჩევა პოზიტიურობით – არც პრივატული და არც საზოგადო თვალსაზრისით. ამასთან, რაც ნაკლებპოზიტიურია ყოველდღიურობა, მით მეტად მიქრება აზრის გაზიარების სურვილი. თუ მაინც დავწერე – უმეტესად ვფიქრობ, რომ ჩანაწერი ძალიან გულღიაა და ვინახავ; ხან კი, პოსტის საწერად დამჯდარი სულ სხვა რამეს ვწერ – ზოგი მათგანი დაიბეჭდა კიდეც.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ძალიან ტრაგიკომიკურია. ხშირად ხდება – მორიგი ახალი ამბის მოსმენისას მეცინება და მერე საშინლად ვიწყენ, რადგან მახსენდება, ეს გენიალურად გადაღებული ფილმი არ არის; რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ (და რომელზეც ფილმსაც კი არავინ იღებს, რომ სარკესავით დაგვიდოს წინ).
ძალიან მინდა, ვიყო რეჟისორი და გადავიღო ეს ყველაფერი.
ვწერდე პროზას და დავწერო ამ ყველაფერზე.
დავცინო სევდას, რაც ყოველდღიურობას მოაქვს.

ეს ჩანაწერი, თავად ნინოს შესრულებით, ბოლო დროს ხშირად მახსენებს თავს:

მიყვარს ნინო როტას კინომუსიკა.

6 comments:

Toma said...

ძალიან ვისიამოვნე ამ მუსიკით. ვერ ვიტყვი რომ სევდიანია მაგრამ რაღაცნარი მელანქოლიურია თუ მეჩვენება?

Keti said...

ჰო, ალბათ შეიძლება ასეც ითქვას...

nastasia said...

მე დავაკვირდი და მივხვდი, რომ ოქტომბრის ბოლოდან იანვრის ბოლომდე წლის ყველა ავი პერიოდია ხოლმე :)

ნინა როტა მეც მიყვარს, მაგრამ Chet Baker–ი რომ უხდება ავ პერიოდებს, ეგრე არაფერი არ უხდება. ცადე აბა :)

Keti said...

უცნაურია, მე განსაკუთრებით ნოემბერი "მეავება" ხოლმე და ისეც ყოველთვის დაძაბული თვეა :)
კარგია, რომ ჩეტი გამახსენე, მოვუსმენ :*

Lord Vader said...

ან უბრალოდ დაიკიდო...

Keti said...

არ გამოდის ყოველთვის...