Saturday, May 31, 2014

თბილისის წიგნის XVI ფესტივალი

დღეს ვფიქრობდი – მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალები მიყვარს, რეგულარულად და აუცილებლად მხოლოდ წიგნის ფესტივალზე დავდივარ ხოლმე. ბევრი წიგნი არ მიყიდია: ვონეგუტის, საიეშტადის, ფამუქის წიგნები, ასევე ფიროსმანის ალბომი საჩუქრად. რამდენიმე ახალი თარგმანიც მომეწონა, მაგრამ არც თუ მნიშვნელოვანი ფასდაკლება იყო, ამიტომ ეტაპობრივად ვიყიდი წლის მანძილზე. ისე კი, 50 თეთრიდან იწყებოდა ფასები. დადებითი თავისი უარყოფითით არის ის, რომ წლევანდელ ფესტივალს გასულ წლებთან შედარებით ბევრად მეტი ვიზიტორი ჰყავს და შესაბამისად, ფართი უკვე არასაკმარისია და არაკომფორტულიც – კონდიცირების მიუხედავად, ძალიან ცხელა და დახუთულია იქაურობა. ამ სიცხის გამო ჩემებურად გულდაგულ ვერ დავათვალიერე დახლები. კიდევ კარგია, რომ წელს უცხოელი ავტორებიც ჩამოვიდნენ სტუმრად, თუმცა მე ვერცერთ შეხვედრას დავესწარი.
ესაც ფოტოამბები:




საკმარისი იყო, ფანჯრიდან დამენახა და რუტინულ დღეს ახალისებდნენ ეს ჟირაფები – ამჯერად ფესტივალის სტუმრები ბრძანდებიან







ვახტანგ ჯავახაძე


უკვე წაკითხული და შეყვარებული წიგნების დანახვისას მინდოდა, თაროებთან შეჯგუფული ადამიანებისთვის მეთქვა, რომ ისინი აერჩიათ :)


12 comments:

Rode said...

დღეს მოვიცალე და საღამოსკენ წავედი. საოცრება იყო წელს - უამრავი ხალხი. აშკარად მალე ცალკე გამომცემლებმა ცალკე პავილიონები უნდა იქირავონ.

ძალიან შემეცოდნენ გამყიდველები, გაუბედურებულები იყვნენ. ანუ დიდ სივრცეში, როდესაც ბევრი მოგემსახურება, ასე ძალიანაც არ დაიღლებიან, ჰოდა გაფართოებაზე აშკარად უნდა იფიქრონ.

Keti said...

ჰო, ჯობია დიდი გამომცემლობები ცალკე პავილიონებში გადავიდნენ. დღეს ბევრმა თქვა, რაც შესასვლელთან იყო, ის წიგნები ვნახეთ და გამოვიქეცითო. ჰოდა, ჩვენ რა გვიჭირდა, გამყიდველებისგან განსხვავებით როცა გვინდოდა წამოვიდოდით. მეც შემეცოდნენ იმ სიცხეში.

Rode said...

ჰო,
და კიდე, დიოგენეს და სულაკაურის წლევანდელი განლაგება ძალიან მომეწონა.
ოჰ, და კიდე რამდელი ახალი წიგნია :/

Keti said...

ყველაზე მაღალი ტემპერატურაც მათთან იყო – წიგნების არჩევანი და შესაბამისად, დახუთულობაც მეტი ჰქონდათ.

უკვე იმდენს თარგმნიან და გამოსცემენ, აღარ ვიცი რა ან როდის წავიკითხო, ყველაფერი მინდა :)

Rode said...

ერთი სახლი უნდა შევიძინო სადაც ბიბლიოთეკას გავხსნი :დ

Keti said...

:დ კარგს იზამ

Sophie שרה Golden said...

როგორ მაინტერესებს საიეშტადის წიგნები და ვერაფრით მოვიხელთე ვერც დრო და ვერც - მისი ლიტერატურა. ძალიან გამახარებ, თუ დაწერ შენს შთაბეჭდილებას მერე.

მართლა, ქეთი, სხვა ბლოგები კიდევ გაქვს, წიგნებზე და ყვავილებზე? რამდენი ხანია აღარ მინახავს.

Keti said...

სოფი, მეც ასე ვიყავი, ვგეგმავდი და აი, როგორც იქნა ვიყიდე. ავტორის წინათქმა წავიკითხე და უკვე ისე დამაინტერესა (მე ვიყიდე "ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე"). აუცილებლად დავწერ შთაბეჭდილებას.

ორივე ბლოგი მაქვს, პერიოდულად ვაახლებ ხოლმე :) აქ, საიდბარში არის ლინკები

Toma said...

es qartulad natargmni wigneb kaia?

maxsovs fsikologiaSi, qartulad natargmni cignebi rac gvqona arcerti vargoda.adamians gegoneboda raime satargmno programashi shesvevs teqsti da mere qartuli versia daakopireso.

Toma said...

p.s. piradad me vcdilob mxatvruli literatura naklebad viyido. adgils ikavebs, gadatana gadmotanaShi michirs. Tan kvelaze mtavari faktori - chventan bibliotekebi dzalian kargad mushaobs :).

Keti said...

მე ძირითადად მხატვრულს ვყიდულობ და საკმაოდ კარგად თარგმნიან, პროფესიული ლიტერატურისგან განსხვავებით.

ადგილს ჰო, ეგ პრობლემა მეც მაქვს და ამიტომ რაც ნამდვილად მინდა, რომ შინ მქონდეს, იმას ვყიდულობ ხოლმე :)

Sophie Golden said...

ქეთი, ბოდიში აქ დასპამვისთვის, მაგრამ შენი მეილი ვერ ვიპოვე. ჩემი ბოლო პოსტი თუ ნახე, გამიხარდება, ჩემს პროექტს თუ შემოუერთდები.