Sunday, July 27, 2014

ჩემი ხელით (2)

ადრე სოფის და ტომას დავპირდი, რომ კიდევ გამოვფენდი ხელნაკეთობებს. ბოლო დღეები სახლს ვალაგებდი, ჰოდა, გადმოვაწყე რაღაცები. ახლა ამათ დავდებ: ყაისნაღით მოქსოვილი ჩანთა და საქსოვი ძაფის კოჭი, რომელიც, მას მერე რაც მოვხატე, ლარნაკია (თუმცა უძირო, ამიტომ ხელოვნურ ყვავილებს თუ ჩავაწყობ) :)
 
იკვრება ღილებით
 
 

4 comments:

Sophie שרה Golden said...

რა ლამაზი ჩანთაა, ქეთი, აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ლამაზი. ლარნაკის "კაბა" კიდევ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ფერით შესრულებული. როგორი ნიჭი გაქვს ღმერთისგან, რა კარგია. ასეთი ნიჭი, მგონი, უნდა დაგყვეს. არა, შეიძლება ისწავლო კიდეც, მაგრამ მე ახლა მინდა გაქო და გაქო :-)
<3
კიდევ დაველოდები შენს საინტერესო ხელნაკეთობებს.

Sophie שרה Golden said...

პ.ს. ლარნაკს ძირი რომ მიამაგრო რამენაირად და ბუნებრივი ყვავილებიც ჩააწყო ხოლმე, გამოვა ნეტა?

Toma said...

au qeTi, larnak rules. rogorme msgavsi chveulebrivi kvavilebis chasadebi unda gaaketo. ulamazesia sazafxulo kvavilebisatvis.

Keti said...

@ სოფი, დიდი მადლობა, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა <3 :* მაწითლებ :)

ვიფიქრე და არ მგონია, რამე ისე მიემაგროს, რომ წყალმა არ გამოჟონოს...



@ ტომა, დიდი მადლობა <3 :*
თუ მსგავსი ნივთი მოვნახე, მოვხატავ.. კი მოუხდებოდა მინდვრის ყვავილები :)