ამ თემაზე პოსტის დაწერას ტომუშკას რამდენიმე დღის წინ დავპირდი. მგონია, გაცილებით მეტი პოეტი ქალი გვეყოლებოდა, მაგრამ მათზე ცნობები არ გვაქვს. ბლოგის პარამეტრების გამო ტექსტი მაქსიმალურად შევამცირე, ვერც ლექსებს ვურთავ.
ქეთევანი
ქეთევანი იყო ქართლის ფეოდალის, აშოთან მუხრან-ბატონის ასული, კახეთის მეფის ალექსანდრეს უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე, თეიმურაზ მეფის დედა. დაიბადა 1575 წელს. ქეთევან დედოფლის ერთადერთი ელეგიური ლექსი, რომელიც შირაზში „პყრობილებაში მწუხარემან სთქვა ფისტიკაურად“, შეტანილია დავით რექტორის ხელნაწერ კრებულში, რომელიც მან 1821-1823 წლებში შეადგინა და გადაწერა. ქეთევანის ფისტიკაური ლექსი დაწერილია „ანბანთქების“ სახით.
მარიამი – მაკრინე
მარიამი – მაკრინე, ცნობილი პოეტი-ჰიმნოგრაფი, კახეთის მეფის ერეკლე I-ის ასული. ცხოვრობდა მე-17-18 საუკუნეების მიჯნაზე. მარიამის შესახებ მცირე ბიოგრაფიული ცნობები შემოგვრჩა. ვიცით, რომ იგი ერეკლე პირველის სახლთუხუცესის ედიშერ ჩოლოყაშვილის მეუღლე იყო. ქმრის სიკვდილის შემდეგ მარიამი მონაზვნად აღიკვეცა. 1716 წელს იგი უკვე „ბატონიშვილ მარიამ ყოფილის მაკრინეს“ სახელით იხსენიება. მაკრინეს უმთავრეს ლიტერატურულ ნაშრომს წარმოადგენს იოსებ ალავერდელის სადიდებლად შედგენილი საგალობლები.
მანანა
ამ პოეტი ქალის ორი საკმაოდ მოზრდილი პოეტური ნაწარმოები: „შაირნი“ და „ციებასთან ბაასი“ დავით რექტორმა თავის ანთოლოგიაში შეიტანა. ასევე მანანას მიეწერება: „ესეც რაღაც ღარიბად თქმული“, „ცეცხლი მოედოს ფაშასა“ და გაშაირება ახალციხელ მესტვირე კოტაშვილთან. მანანა ერეკლე მეორის თანამედროვე უნდა იყოს. სავარაუდოდ, „შაირნი“ 1795 წლამდე, აღა-მაჰმად-ხანის მიერ ტფილისის აღებამდეა დაწერილი. ხოლო დარჩენილი ლექსები მანანას ხანდაზმულობაში უნდა იყოს შეთხზული. საფიქრებელია, რომ იგი მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში დაიბადა. მანანა თექვსმეტმარცვლოვანი რუსთველური შაირით წერს.
სალომე
სალომეს ნაწერებიდან დარჩენილია „მწუხარებისა ანბანთქებანი“, ანუ როგორც ავტორი უწოდებს – „სევდის წიგნი“, რომელიც ბიოგრაფიულ-ეპისტოლარული ხასიათის პოემას წარმოადგენს. როგორც ტექსტიდან ირკვევა, სალომე ერეკლე მეფის თანამედროვეა. სალომე თავისი პოეტური ბუნებით და წერის მანერით ძალიან წააგავს მე-18 საუკუნის პოეტ ქალს მანანას. ორივე, – სალომეც და მანანაც, დავით გურამიშვილის სტილის პოეტები არიან.
მაია გაბაონი
მაია გაბაონი, ანუ გაბაშვილი, მე-18 საუკუნის პოეტების რიცხვს ეკუთვნის. მისგან ერთადერთი ანბანთქება შემოგვრჩა – „ანზე სით მიხვალ“ („გამოცანა ანბანზე“). მაიას შესახებ თითქმის არანაირი ბიოგრაფიული ცნობა არ მოგვეპოვება.
მარიამი
მარიამი იყო ერეკლე მეორის ასული და დავით ციციშვილის მეუღლე. თავის დროზე მარიამი ჩინებულ მელექსედ ითვლებოდა. მასზე ამბობდნენ – „დიდის მეფის თეიმურაზის ნიჭი გამოჰყვა ამ ქალსაო“. მარიამი 1755 წელს დაბადებულა. ახალგაზრდობაში დაწერილი ლექსებიდან მხოლოდ ორი ლექსია დარჩენილი: „მეფის ირაკლის ძის ალექსანდრეს დაწინდულს ნინოს სიკვდილზედ თქმული“ და „საქმროსთან“. დანარჩენი ლექსები გვიანდელ ხანას – რუსების შემოსვლის პერიოდს ეკუთვნის: „თურქთა ხმასა ზედა სათქმელი მუხამბაზი – ჰოი დამწარდეს დროთა ტკბილობა“; „აჰა, დამეცნეს რისხვით ცანია“; „მოვსთქვამ სულთქმითა საბრალოდ“.
ქეთევან ირაკლის ასული
ქეთევანი მარიამ ბატონიშვილის უმცროსი და იყო. დაიბადა 1764 წელს. იგი ცნობილია ერთადერთი ლექსით – „ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი“ (“გაფი დუგაში სათქმელი“). ის თემატიკით მარიამის ლექსებს უახლოვდება. შინაარსის მიხედვით დაახლოებით 1805 წელს, ქეთევანის პატიმრობის დროს უნდა იყოს დაწერილი.
თეკლე ბატონიშვილი
თეკლე ერეკლე მეფის უსაყვარლესი ასული იყო. თეკლეს სახელით სამი ლექსია ცნობილი: „თეკლა ბატონიშვილისაგან თქმული გაფი, ქეთეონს, თავის დას პასუხს უგებს ამ ლექსით“, „თეჯლისი“,
„რომელთაგან მქონდა სიამე შვების“. მათი თემატური მასალა იგივეა, რაც მისი დების. თეკლეს ლექსები, როგორც მე-18-19 საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრებ პოეტთა უმეტესობის ნაწარმოებები, საკრავებზე დასამღერებლად არის გამიზნული. ამ დროს მიღებული იყო ირანული და თურქული სასიმღერო მოტივები, ლექსებიც შესაფერ რიტმულ აღნაგობას იღებდნენ. თეკლეს ლექსები შესულია დავით რექტორის მიერ შედგენილ და გადაწერილ კრებულში.
ასათიანი, ლ. ძველი საქართველოს პოეტი ქალები, 1936.
Showing posts with label ბიოგრაფია. Show all posts
Showing posts with label ბიოგრაფია. Show all posts
Tuesday, December 1, 2009
Tuesday, March 10, 2009
ინტრო
რამდენიმე დღის წინ, არქივში, არაერთი ათეული წლის წინ, გაკრული ხელით ჩაწერილი ბიოგრაფიული ცნობა ამოვიკითხე. მერე ამ ადამიანის განცდებზე ვფიქრობდი – ალბათ ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება.
გადავწყვიტე, აქაც დავწერო. პირდაპირს არა, მაგრამ ირიბ კავშირს ვუძებნი იმ კითხვებიდან რომელიღაცასთან, მომდევნო პოსტში რომ ვუპირებ ჩამოწერას. ბარემ ვიტყვი, რა კავშირს: ეს გამბედაობაა. დღეს ადამიანებს ასეთი გამბედაობა არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია არავინ – ცნობილი (სულ ერთია – რა მასშტაბით), ვინც ღიად, საკუთარი ხელით, წიგნში შესატანად, ავტობიოგრაფიაში მსგავსს ჩაწერს:
...
ლიტერატურულ საიტებზე გამოჩენილი გამბედაობის ნაირსახეობებზე ხვალ, უფრო სწორედ, საღამოსთვის შევეცდები:)
პ.ს. ჰო, ის კაცი ვლადიმერ ამაშუკელი იყო.
გადავწყვიტე, აქაც დავწერო. პირდაპირს არა, მაგრამ ირიბ კავშირს ვუძებნი იმ კითხვებიდან რომელიღაცასთან, მომდევნო პოსტში რომ ვუპირებ ჩამოწერას. ბარემ ვიტყვი, რა კავშირს: ეს გამბედაობაა. დღეს ადამიანებს ასეთი გამბედაობა არ აქვთ, ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია არავინ – ცნობილი (სულ ერთია – რა მასშტაბით), ვინც ღიად, საკუთარი ხელით, წიგნში შესატანად, ავტობიოგრაფიაში მსგავსს ჩაწერს:
"1904 წლიდან 1919 წლამდე ვიყავი აქტიორი, მაგრამ ბოლოს, როდესაც დავრწმუნდი, რომ პირველ ალაგს ვერ დავიკავებდი როგორც მსახიობი, გადავედი მეორე ხელოვნების დარგში – ადმინისტრატორად".ამ ორ სტრიქონში ყველაფერია, ხომ? ამბიცია, გზა, განცდები, გადაწყვეტილება, ფინალი და ისევ განცდები, რადგან შეუძლებელია, ადმინისტრატორს სცენაზე დგომა აღარ მოსდომებოდა. სცენის მტვრით ხომ სამუდამოდ იწამლებიან..
...
ლიტერატურულ საიტებზე გამოჩენილი გამბედაობის ნაირსახეობებზე ხვალ, უფრო სწორედ, საღამოსთვის შევეცდები:)
პ.ს. ჰო, ის კაცი ვლადიმერ ამაშუკელი იყო.
Subscribe to:
Posts (Atom)





