Showing posts with label შ.რუსთაველი. Show all posts
Showing posts with label შ.რუსთაველი. Show all posts
Friday, October 26, 2012
ახალი გამოცემა: ყვავილნარი
Labels:
ბიბლიოთეკა,
ვეფხისტყაოსანი,
თარო,
ფოტოგრაფია,
შ.რუსთაველი
Wednesday, May 13, 2009
ვეფხისტყაოსანი 1712-2008

დღეს კიდევ ერთხელ გამიხარდა და, რა თქმა უნდა, სიხარულის მიზეზზე აქაც დავწერ:
ეს "ვეფხისტყაოსნის" ბიბლიოგრაფიაა, რომელშიც 1712 წლიდან დღემდე, საქართველოში და უცხოეთში დაბეჭდილი ყველა გამოცემა შევიდა, ანუ: მსოფლიოს 37 ქვეყანაში, 46 ენაზე დაბეჭდილი 383 წიგნის აღწერილობა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ასეთი ბიბლიოგრაფია საქართველოში ჯერ არ შედგენილა და, მგონი, არც მის ფარგლებს გარეთ: თითოეულ აღწერილობას გამოცემის ყდისა და ტიტულის ფურცლის ფერადი ფოტო ახლავს.
აქვე, წიგნის მაღალ პოლიგრაფიულ ხარისხს აღვნიშნავ;
გარეკანი კი: შეგიძლიათ, თქვენი მესამე თვალი "მოიმარჯვოთ" და.. ყდაზე რუსთაველის პორტრეტი დაინახოთ.
ბიბლიოგრაფიის შემდგენლები ლევან თაქთაქიშვილი და მამუკა ჩხეიძე არიან. წიგნი გამომცემლობა "სეზანმა" დაბეჭდა. ამ წიგნზე მუშაობისას დადგინდა, რომ 2009 წლამდე "ვეფხისტყაოსნის"
99 ქართული გამოცემა არსებობდა; მე-100 – წელს, ამავე გამომცემლობამ და "თიბისი" ბანკმა დაბეჭდეს (მინდა, გითხრათ, ძალიან ლამაზი, მინიატურული ზომის სასაჩუქრე წიგნებია).
მოკლედ, ძალიან მომწონს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
და ბოლოს:
ამ საოცრად კარგი გამოცემის სარედაქციო ჯგუფის წევრი ვარ.
მოკლედ, ამ თვეში ჩემი მუშაობის ორი შედეგი ვნახე – ორი მნიშვნელოვანი გამოცემის სახით და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.პ. ს. ფოტოები არც თუ კარგი ხარისხის გამომივიდა, მაგრამ შთაბეჭდილების შესაქმნელად არა უშავს :)
როგორც წინა წიგნის ფოტოს, აქაც საავტორო ლოგოები დავურთე.
Labels:
ბიბლიოგრაფია,
დღიური,
ვეფხისტყაოსანი,
თარო,
ფოტოგრაფია,
შ.რუსთაველი,
წიგნი
Subscribe to:
Posts (Atom)







