Wednesday, May 13, 2009

ვეფხისტყაოსანი 1712-2008


დღეს კიდევ ერთხელ გამიხარდა და, რა თქმა უნდა, სიხარულის მიზეზზე აქაც დავწერ:
ეს "ვეფხისტყაოსნის" ბიბლიოგრაფიაა, რომელშიც 1712 წლიდან დღემდე, საქართველოში და უცხოეთში დაბეჭდილი ყველა გამოცემა შევიდა, ანუ: მსოფლიოს 37 ქვეყანაში, 46 ენაზე დაბეჭდილი 383 წიგნის აღწერილობა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ასეთი ბიბლიოგრაფია საქართველოში ჯერ არ შედგენილა და, მგონი, არც მის ფარგლებს გარეთ: თითოეულ აღწერილობას გამოცემის ყდისა და ტიტულის ფურცლის ფერადი ფოტო ახლავს.
აქვე, წიგნის მაღალ პოლიგრაფიულ ხარისხს აღვნიშნავ;
გარეკანი კი: შეგიძლიათ, თქვენი მესამე თვალი "მოიმარჯვოთ" და.. ყდაზე რუსთაველის პორტრეტი დაინახოთ.
ბიბლიოგრაფიის შემდგენლები ლევან თაქთაქიშვილი და მამუკა ჩხეიძე არიან. წიგნი გამომცემლობა "სეზანმა" დაბეჭდა. ამ წიგნზე მუშაობისას დადგინდა, რომ 2009 წლამდე "ვეფხისტყაოსნის"
99 ქართული გამოცემა არსებობდა; მე-100 – წელს, ამავე გამომცემლობამ და "თიბისი" ბანკმა დაბეჭდეს (მინდა, გითხრათ, ძალიან ლამაზი, მინიატურული ზომის სასაჩუქრე წიგნებია).
მოკლედ, ძალიან მომწონს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

და ბოლოს:
ამ საოცრად კარგი გამოცემის სარედაქციო ჯგუფის წევრი ვარ.
მოკლედ, ამ თვეში ჩემი მუშაობის ორი შედეგი ვნახე – ორი მნიშვნელოვანი გამოცემის სახით და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

პ. ს. ფოტოები არც თუ კარგი ხარისხის გამომივიდა, მაგრამ შთაბეჭდილების შესაქმნელად არა უშავს :)
როგორც წინა წიგნის ფოტოს, აქაც საავტორო ლოგოები დავურთე.

5 comments:

Katten försvann said...

სიმართლე გითრა ყდა არ მომეწონა, მაგრამ გადაშლილი წიგნის სურათი რომ დადე, ძალიან კარგი ჩანს!

Keti said...

კატენ, ფოტო არც თუ კარგი გამომივიდა, შევეცდები, უკეთ გადავიღო.
ძალიან შთამბეჭდავია, ფერებიც და ხარისხიც - კარგი..

Khatia said...

ვერ ვიფიქრებდი რომ წიგნი მასეთი ყდით რუსთაველზე იქნებოდა, მაგარმ თემა ძალიან კარგია. ხანდახან კი ფერები სურათზე ცოტა სხვანაირი გამოდის. წიგნის ფურცლები მეც ლამაზად მომეჩვენა. კარგი საქმეა! :)

David said...

გაყიდვაშია უკვე?

Keti said...

თუ არ ვცდები, "ქარავანშია"