Wednesday, May 20, 2009

სხვადასხვა

დღეს არნოლდ გეგეჭკორის წიგნი მაჩუქეს. ახლა ვათვალიერებდი და გული დამწყდა – როგორც ფოტოგრაფი, ნაკლებად ცნობილია. ძალიან კარგი ხედვა აქვს: მომწონს მისი გადაღებული პორტრეტები, თუ ბუნების სცენები.. ეს – რაც წიგნის ფურცლებიდან ჩანს. საგამოფენოდ ნაბეჭდი ფოტოები, ვფიქრობ, ბევრად შთამბეჭდავი იქნებოდა.

კიდევ ერთხელ ვიფიქრე – შემოქმედების წარმოსაჩენად ზრუნვა აუცილებელია; ინტერნეტის რესურსების გამოყენებაც.
***
თითქმის აღარ ვკითხულობ ლიტერატურულ საიტებს. თუ მაინც წამძლია სულმა, სასწრაფოდ გამოვდივარ. ჯერ კიდევ როდის ვუწოდე კუნძულები. ბოლო დროს ნაპირებთან ნავებსაც აღარ ტოვებენ.
***
ბლოგზე წერა აღარ მინდება. ჩემზე თითქმის არაფერს ვწერ და რაც "თითქმისის" მიღმა რჩება, ისე შენიღბულია..
საზოგადოზეც – ნაკლებად. სიჩუმის დღეები მაქვს.

1 comment:

Sophie שרה Golden said...

არის ეგეთი პერიოდები, როცა წერა აღარ გინდა ბლოგზე და გეზარება ხალხის "დანახვაც", გაივლის... :)