ორიოდე დღის წინ უნიკალური ჩანაწერი ვნახე – თითქმის 100 წლის კადრები, სადაც დღევანდელი ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსია აღბეჭდილი: შესასვლელში უშველებელი, ქოთნებში ჩარგული ორი პალმით, საგამოფენო დარბაზის კედელზე გამოსახული ქრისტეს ფრესკით; კიბეებზე, თუ შენობის გარეთ "მოფუსფუსე" უამრავი სტუმრით, კართან ჩოხა–ახალუხში გამოწყობილი, ენერგიული "შვეიცარით" და სტუმრებს შორის ორი პატარა, დედის კალთას ჩაჭიდებული, თეთრკაბიანი და თეთრშლაპიანი გოგონათი..
პერიოდულად ეს კადრები მახსენდება ხოლმე და ვფიქრობ ამ, საუკუნის წინანდელ ადამიანებზე. ძალიან სიმპათიურები ჩანდნენ. გუშინ კი, ინეტში ხეტიალისას, შემთხევით ერთი ფოტო ვიპოვე, რომელმაც ფურცელაძის ქუჩა შემოინახა. ახლა ამ ფოტოს ატვირთვას ვაპირებდი, ჰოდა, ის ჩანაწერიც გამახსენდა..
ულამაზესი აივნებია ფოტოზე. ისე კი, ხშირად ვფიქრობ ძველ თბილისზე (და საერთოდ, ხალხზე) და, შეძლებისდაგვარად, ვკითხულობ კიდეც. სიამოვნებით შევისწავლიდი ეთნოგრაფიას. ეს ყოველთვის მაინტერესებდა, ისე როგორც ფსიქოლოგია. არა, მეტად, თუმცა..
Wednesday, May 27, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
რა ლამაზია ქუჩა მაგ ფოტოზე. მიყვარს მაგ პერიოდი და სიამოვნებითაც ვიცხოვრებდი მასეთ ქალაქში.
კი, მეც :)
mgonia,rom maseti saxlebis dros iyo saqartvelo iseti kargi, rogoric wignebshia. axla ras vgavart
მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ ხალხი ყოველთვის იგივედ რჩება, ამ პერიოდში არ ცხოვრობდნენ ილია, აკაკი, ბევრი სხვა დიდი ადამიანი და რას წერდნენ, კი გექნებათ წაკითხული, სადაც არ ვართ, ის ყოველთვის უკეთესი გვგონია, განსაკუთრებით წარსული...
Post a Comment