ორ ნამუშევარს შორის ვმერყეობდი:
მგონია, ჩემი დღევანდელი განწყობის ყველაზე უკეთ გამომსახველი გუსტავ კლიმტის "კოცნაა". უზომოდ მიყვარს ეს ნახატი – ალბათ ყველა დროში ამაღელვებს (როგორც აქამდე). მაგრამ დღეს მას აღარ შემოგთავაზებთ (ანუ კედლიდან, თორემ ამ ტექსტში ბმულს აუცილებლად აღმოაჩენთ). ეს ერთადერთი ტილოა, რომელიც განმეორებით გამოვფინე. ყველა დანარჩენი ნამუშევარი კედელზე ერთხელ მოხვდა და მხოლოდ იმიტომ, რომ მგონია, ბლოგის სტუმრებს სიახლის მოლოდინი არ უნდა გავუცრუო :) აი, წინა გამოფენაზე ტომუშკამ მითხრა, რომ ინტერესით ელის ჩემს ორშაბათებს.. მგონია, რომ სხვებიც :)
ასე რომ, არჩევანი მეორე ნამუშევრის სასარგებლოდ:
ეს სალვადორ დალის ამხედრებული კარმენ ბანდიუა. მასზე ბევრის თქმა მინდა (თუნდაც კარმენის საოცრად მშვიდ და მეოცნებე სახეზე, მის ხელებზე, ცხენზე და მასში გამოსახულ სივრცეზე, ცისფერ შარფზე და ა. შ.), თუმცა გავჩუმდები და უბრალოდ წარმოგიდგენთ...
21-27 სექტემბერი.
Monday, September 21, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
me echvi maqvs es yvelase ufro ,,sheni'' naxatia,rac ki aamde gamogifenia,ufro scorad,ac me maxsovs :)
შეიძლება :) ფაქტია, ძალიან ამაღელვა და მომწონს და რაკი გარეშე თვალითაც ასე აღიქმება...
ესეიგი, სალვადორ დალი ძალიან მიყვარს და ადრეც მითქვავს, მაგრამ ეს სურათი პირველად ვნახე! მიხარია რომ ვნახე ეს სურათი :)
ტომუშკა :)
Post a Comment