ისეთი ემოციური ვარ! მოვქროდი შინისკენ, რომ სადმე (და სად, თუ არა აქ) მალე გამომეხატა...
დღეს კიდევ ერთი ისეთი დღეა, რაღაც რომ პირველად მოხდა: ჩემს მთელი წლის ნაგროვებ – წიგნში მოხვედრილ ლექსებს პირველი მკითხველი ჰყავდათ. ვიჯექი და სად წამეღო ხელები, არ ვიცოდი... სად წამეღო თვალები – არც ეგ.
და მაინც, ხედავდნენ ჩემი თვალები უგულწრფელეს ემოციას,
და ესმოდათ ჩემ ყურებს სიტყვები და...
ეს საუკეთესო შეფასება იყო ჩემთვის – მკითხველისგან, ვის გემოვნებასაც აბსოლუტურად ვენდობი; ვისაც მუდმივად ვცდილობ, რომ ყურადღებით ვუსმინო, რადგან საინტერესოს ამბობს...
ძალიან ძნელია სიჩუმეში ყოფნა – როცა მხოლოდ შენი აზრი იცი. თავიდან ემოციური ხარ, მერე მშვიდდები, თვალს აჩვევ, იწყენ – ფიქრობ, რომ ეს არაფერია, ხელის ჩაქნევა გინდება და იმ, მკერდამდე აწეულ ხელში უცებ რაღაც ძალა ისევ სიმყარეს გაგრძნობინებს; მერე გული იმაზე გტკივა, რომ არ იცი, რას ჩასჭიდო ეს გამყარებული ხელი, სად წაიღო...
ახლა მგონია, ეს ყველაფერი უკან დარჩა, დარჩება ანუ...
და ეს ყველაფერი არ არის – კიდევ ერთი მიზეზით ვარ გახარებული: იდეა წიგნის შიდა გაფორმებაზე მომიწონა მანვე, ვის გემოვნებასაც ვენდობი – გამოცდილმა გამომცემელმა...
ოღონდ, ამ თემაზე ახალ პოსტს დავწერ – დიდი ხანია წიგნის საქმეებზე აღარ მისაუბრია, ჰოდა, აი, ახლა გამიჩნდა მოსაყოლი.
Friday, October 16, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
ესეიგი შენი დაიბეჭდება წიგნი ხოოო?
თუ ვერ გავიგე კარგად? :)
კი, წიგნის გამოცემას ვაპირებ და დღეს კი ახალი ლექსები პირველად ჩემს მეგობარს წავაკითხე :)
hee,ra kargia egeti sixarulebi da shegryneba,ro rac shenia,is marto sheni ar ari da sxvebsac chirdebat. . .
male cigns da ufro emt eget emocias gisurveb...:))))
ნასტასია, კი, ასეთი შეგრძნებაა :)
დიდი მადლობა! :)
aaaaaaa, ra magariaaaa ketiii :)
gamixarda dzalian rom aqveyneb :)
warmatebas gisurveb!
მადლობა, ტომუშკა! :)
Post a Comment