ამ საღამოს მეგობარმა ერთი პატარა მოთხრობა გამომიგზავნა. ჩვენ ხშირად ვუგზავნით ერთმანეთს საკითხავს, ლიტერატურაზეც ხშირად ვსაუბრობთ, რაც ძალიან მომწონს, რადგან ჩემი მეგობარი საინტერესო მოსაუბრეა. საკითხავი ხომ ხშირად გვიქმნის განწყობას, გვიჩენს საფიქრს, რომელიც ხანდახან დღეების თუ მთელი ცხოვრების მანძილზეც მიგვყვება. ჰოდა, ახლა სპონტანურად ერთი იდეა გამიჩნდა: ბლოგზე გავაკეთო ახალი რუბრიკა "საღამოს საკითხავი", რომელშიც რომელიმე ლიტერატურულ (ან ლიტერატურასთან დაკავშირებულ) ნაწარმოებს შემოგთავაზებთ; ანუ იმას, რისი გაზიარებაც მომინდება. რა თქმა უნდა, არჩევანს მხოლოდ ვირტუალური "სარჩევიდან" გავაკეთებ – ქართული საიტებიდან.
ახლა რაც შეეხება "ტექნიკურ" მხარეს:
ბლოგს კიდევ ერთ ბანერს დავამატებ. მასზე დაწკაპუნებით საღამოს საკითხავსაც გადაფურცლავთ...
შევეცდები, რუბრიკა ყოველ საღამოს განვაახლო.
პ. ს. ორი კვირაა, რაც რუბრიკას ვაახლებ და რამდენჯერმე ჩემს არჩევანზე საუბარი მომინდა. ასევე, საინტერესო იქნება კომენტარები. ამიტომ ეს პოსტი ბანერთანვე ავტვირთე, აზრის გამოთქმისთვის კომენტარების ველი რომ გამოვიყენოთ :)
Monday, February 15, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
24 comments:
:) მშვენიერია!
ვაჰ
კარგი წამოწყებაა :))
მშვენიერი სიახლეა! :)
ძალიან კარგი იქნება.
კარგი იდეაა ქეთ
მიხარია, რომ მოგწონთ :)
uiih,ra kargia :)
me cota adamiani myavs vistanac vlaparakob xolme literaturase,megobrebtan ziritadad sxva temebs miaqvs dro da literatura isev marto chemia xolme
ჰო, ყველასთან – ვერ, ალბათ ძალიან საერთო ინტერესი უნდა იყოს :)
კი იქნება, როგორ არა.
ქეთ, საიტი, საიდანაც ბმული დავდე, დღეს გათიშულია :(
განვაახლე ახლა :)
ოკ.
vaime, vano da nikos ambebi rogor momewonaaaaaaaaaaa :)
Zalian kargi namushaevaria :)
კი :))
მიხარია კომენტარი, რადგან სწორედ დღეს საღამოს ვფიქრობდი ამ რუბრიკაზე – ადამიანს კომენტარის დაწერა რომ დასჭირდეს, სად მოახერხოს–მეთქი. თანაც რამდენჯერმე თვითონვე მომინდა იმის დაწერა, თუ რატომ ავირჩიე ესა თუ ის ნაწარმოები. ამაზე ვფიქრობ და მგონი რაღაც მოვიფიქრე კიდეც, ვნახოთ თუ გამოვა :)
მოიცა დაიწყო უკვე???
კი, რა ხანია. ყოველ საღამოს ვცვლი ლინკს :)
ორი კვირაა, რაც რუბრიკას ვაახლებ და რამდენჯერმე ჩემს არჩევანზე საუბარი მომინდა. ასევე, საინტერესო იქნება კომენტარები. ამიტომ ეს პოსტი ბანერთანვე ავტვირთე, აზრის გამოთქმისთვის კომენტარების ველი რომ გამოვიყენოთ :)
მე ყველა შენს პოსტს ვნახულობ და ეგ რატომ ვერ ვნახე???
ქეთი, პოსტები არ იქნება, ბლოგის მარჯვენა სვეტში ბანერზე დაწკაპუნებით შეიძლება საკითხავზე გადასვლა, კომენტარს – სურვილის შემთხვევაში აქვე დავწერთ :)
უი უი სირცხვილი მე ....
ქეთ :*
:*********
ეს წაკითხული მაქვს ადრე ინგლისურად.
საერთოდ ო'ჰენრის სულ ასეთი ნოველები აქვს. სევდიანი.
ჰო...
ე. ჰემინგუეის "კატა წვიმაში" – ემხვარ კახაძის თარგმანი:
http://taobebi.site.ge/wordpress/?p=1419
და მოთხრობის განხილვა:
http://taobebi.site.ge/wordpress/?p=1421
Post a Comment