Monday, June 7, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ხიდები –
აკვიატებული მელოდიაც მათზეა, დღის მანძილზე რამდენჯერმე გახსენებული ნახატიც. თითქოს ეს დღეც ასეთივეა – დღე-ხიდი.
კვირის მანძილზე რამდენიმე ნამუშევარს გამოვფენ. პირველი ის იყოს, რომელიც ზემოთ ვიგულისხმე – პოლ სეზანის "ხიდი მელუნთან ახლოს"
*
კიდევ ერთი ხიდი – ამჯერად კლოდ მონეს შემოქმედებიდან. ხიდების სერია – ჟივერნში მდებარე მხატვრის სახლის ბაღიდან – ფერთა გრადაციებით, იმის მიხედვით, თუ როგორ ხედავდა მხატვარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ძალიან შთამბეჭდავია. ჩემი კვირის ფერი მწვანე აღმოჩნდა (პირველი არჩევანიც ასეთი იყო), ამიტომ მონეს ხიდებიდანაც მომწვანო ტონალობის ნამუშევარს გამოვფენ. თუმცა, სიმართლე ვთქვა, სწორედ ამ ტონებში დახატული ხიდები მომწონს, ვიდრე გვიანდელი პერიოდის მეწამული.

7-13 ივნისი.

4 comments:

Sophie שרה Golden said...

ეს სეზანის ხიდია, მაგრამ რაც მე ამ დასვენების დღეებში ხიდები ვნახე... ქეთი, როგორ გამიხარდა, აქაც ხიდები რომ დამხვდა :)

Keti said...

სოფი, შენ მართლაც გენიალური უიკენდი გქონდა! :)

Tomushka said...

ეს სურათი მიყვარს ერთი მიზეზის გამო - იმდენი სახობის მსწვანეა რომ ადამიანს წარმოდგენაც არ გაქვს ამდენი თუ არსებობს :)

Keti said...

ჰო :)