- როცა ე. წ. "შორტ-ლისტის" შერჩევამდე ჟიურის 3 თვე აქვს;
- როცა 3 თვის შემდეგ ცხადდება საბოლოო სია, სადაც წიგნი შესაბამის – საუკეთესო პოეტური კრებულის – ნომინაციაშია, რადგან მის ავტორს უკვე აქვს რამდენიმე წლის წინ გამოცემული პირველი კრებული;
- როცა ე. წ. "შორტ-ლისტის" გამოცხადებიდან ერთ დღეში კრებული ნომინაციას იცვლის და "საუკეთესო დებიუტში" გადადის
როდემდე უნდა ხდებოდეს საქართველოში მსგავსი რამ?!
რატომ არის ჩვენში ახლობლის ფაქტორი მთავარი და გადაულახავი.
იმედგაცრუებული ვარ. კიდევ ერთხელ. აქ – საბოლოოდ.
არ დავასახელებ ავტორს.
ყველამ, ლიტერატურული წრიდან, ეს იცის.
ყველა მესვეურმა ეს იცით.
მხოლოდ ერთი მინდა ვთქვა:
მე არ მაქვს ნაცრიანი თვალები.
6 comments:
:((
xooda, me sul minda xolme, rom sabas vinme organizators mouvides tavshi azrad da blogi gaaketos sabasi da blogerebi yavdet, vinc gaashuqebs zogadad process da msgavs nedastaatkebse ufro giad alaparakdeba eri...
bolo-bolo nichiers da archevnebs yavt blogerebi da...
xooda, egeti ambebi sul xdeboda xdeba :* :* :*
მოსალოდნელია, ბლოგერი, რომელიც გასამრჯელოს აიღებს PR ბლოგის გაძღოლისთვის, სუბიექტური იყოს. თუმცა, ბლოგის საწინააღმდეგო რა მაქვს..
მაგრამ ახლაც, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია თქვას დარღვევის შესახებ, თუკი ასეთს ხედავს – რა სფეროსაც არ უნდა ეხებოდეს. მიკვირს, წლევანდელი კრიტიკის შემდეგ, რაც "საბას" შესახებ გავრცელდა, ასეთი ფაქტი ისევ მოხდა.
მგონია, მსგავსი რამ თავად ავტორმა არ უნდა იკადროს. ასეთი გამარჯვების ან შანსის ფასი რეალურად ნულის ტოლია. ეს თვალში ნაცრის შეყრაა, სასაცილო პოზიციაა. ჩუმად მყოფების პოზიცია არანაკლებ სასაცილოა – ისინი ალბათ ფიქრობენ – მათი გზები და იმედები რომელიმე წელს ამ პრემიას დაუკავშირდება და რა საჭიროა თავის ცუდად დამახსოვრება. აი, ამიტომ არ იცვლება არაფერი.
ნასტასია :*
კიდევ დიდი ხანი იქნება ეს საქართველოში..
გული არ გაიტეხო :*
შეიცვლება, თუ მოვინდომებთ.
:*
წიგნი, რომელსაც ვგულისხმობდი, შესაბამის ნომინაციაში დაბრუნდა. იმედია, საბოლოოდ.
Post a Comment